x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
საქართველომ 1 სამაშველო ვერტმფრენი შეიძინა


image



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-გან 1 ერთეული ვერტმფრენი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.



უწყების ცნობით ეს არის თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი, აქვს ორი ძრავა და შეუძლია მაღალ დისტანციაზე მანევრირება. მსგავს ვერტმფრენებს იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.




image

H 145 ტიპის სამაშველო ვერტმფრენი რომელიც საქართველომ „Airbus Helicopters“-გან შეიძინა





ვერტმფრენი ქართულ მხარეს გერმანიაში „Airbus Helicopters“-ის საწარმოში გადასცეს.



გადაცემის პროცესს დაესწრნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი იოსებ არჯევანიშვილი.




image

"ვერტმფრენი მრავალფუნქციურია, იგი ასრულებს სამთო-სამაშველო-სატრანსპორტო ფუნქციებს, დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლასა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით" - ამბობს იოსებ არჯევანიშვილი შსს-ს მიერ გამოქყვეყნებულ ვიდეოში.


იოსებ არჯევანიშვილი









ვერტმფრენს საქართველოში 15 მარტის შემდეგ ჩამოიყვანებენ, მანამდე კი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპატამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ დ პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან.



image
image
image
„Airbus Helicopters“-სა და შსს შორის სამი ერთეული „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა.
უწყებისვე ინფორმაციით დარჩენილი 2 ვერტმფრენის გადმოცემა 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.


ვერტმფრენის ღირებულება არ არის მითითებული არც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ამის შესახებ არც პრესსამსახურთან სატელეფონო საუბარში გვითხრეს.






0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0