x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
3 პატარა ინციდენტი, რომლებსაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი შედეგი მოჰყვა

როგორც ამბობენ, ისტორიას პიროვნებები ქმნიან. მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ სულ მცირე მოვლენა უფრო დიდი ცვლილებას იწვევს, ვიდრე რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი.
ისტორიაში, ერთი შეხედვით, თითქოს, ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარება და ერთი მოვლენიდან მეორე გამომდინარეობს. მაგრამ, არსებობს მომენტები, როდესაც კაცობრიობა ან მისი ნაწილი, ისტორიულ გზის გასაყარზე აღმოჩნდება ხოლმე და თუ რომელი მიმართულებით წავა – ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია...


1. მიღების მკაცრი წესები


1907 წლის შემოდგომაზე, აბიტურიენტი ადოლფ ჰიტლერი, ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად, ავსტრია-უნგრეთის დედაქალაქში ჩავიდა.* მას თან 4 ნახატი ჰქონდა, რაც მეორე ტურში გადასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.


image


თუმცა, მას შემდეგ, რაც სესია დასრულდა, მიმღები კომისიის წარმომადგენლებმა ჰიტლერს უთხრეს, რომ ბედი არქიტექტურაში ეცადა... მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ამ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, ატესტატი იყო საჭირო. ბიჭს კი, სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული. ამიტომ, 1 წლის შემდეგ, ჰიტლერმა ისევ აკადემიას მიაკითხა. მაგრამ, უკვე პირველ ტურზე ჩაიჭრა.

ფაშისტური გერმანიის მომავალი ლიდერი, ნათესავების და მეზობლების დაცინვის შიშით, სახლში არ დაბრუნდა: სადაც მოუხერხდებოდა, იქ ცხოვრობდა. ის პორტრეტებს ხატავდა რამდენიმე პფენიგად და იმედს არ კარგავდა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა, მაგრამ ოცნება არ აუსრულდა...


2. რომ არა ერთი უბედური შემთხვევა, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი არც ყოფილიყო


მიუხედავად, პოლიტიკოსების მიერ, დრო და დრო, დამოუკიდებლობის "კარტის" გათამაშების მცდელობისა, შოტლანდიას, მთელი მსოფლიო, გაერთიანებული სამეფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.


imageალექსანდრე III კორონაცია


მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ იყო, XIII საუკუნემდე შოტლანდია, ბრიტანეთის კუნძულებზე, ჰეგემონიისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი იყო. მისი აყვავების ხანა ალექსანდრე III (1249-1286 წწ) მეფობის პერიოდზე მოდის, რომელმაც მოახერხა და ყველა მეამბოხე ბარონი (თავადაზნაური) დაიმორჩილა, შეტლანდის და ჰებრიდების კუნძულების ანექსია მოახდინა, პროტექტორატი დაამყარა მენის მეფეებზე და ირლანდიის რიგ ფეოდალებზე. ცოტაც და — შოტლანდია, ინგლისსაც დაიპყრობდა, მითუმეტეს რომ, ამ უკანასკნელს, მეფეებში ნამდვილად არ უმართლებდა.

მაგრამ, ალექსანდრე III უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა (ცხენიდან ჩამოვარდა და კისერი მოიტეხა). 37 წლის მეფეს, იმ მომენტისთვის, II ცოლი ჰყავდა, რომელიც ფეხმძიმედ იყო. ამიტომ, მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტის მემკვიდრედ, ჯერ არ დაბადებული შვილი გამოაცხადეს. თუმცა, ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა.

პირველი ქორწინებიდან ალექსანდრეს ორი შვილი ჰყავდა. მაგრამ, იმ დროსთვის ორივე გარდაცვლილი იყო. ამიტომ, შოტლანდიის ერთადერთი იმედი, მეფის შვილიშვილი მარგარეტი (ალექსანდრე III ქალიშვილის და ნორვეგიის მეფის შვილი) იყო. 3 წლის პრინცესა შოტლანდიის პარლამენტმა დედოფლად გამოაცხადა, ხოლო სრულწლოვანებამდე, მის მოვალეობა 6 "მეურვეებს" უნდა შეესრულებინა. მაგრამ, 4 წლის შემდეგ, მისი გემი შტორმში მოყვა, როდესაც შოტლანდიის სანაპიროს უახლოვდებოდა და გოგონა დაიღუპა.

ქვეყანაში ძალაუფლებისთვის დაიწყო ბრძოლა, რომელიც ორ წელს გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ მეფე ჯონ I გახდა, ბალიოლების დინასტიიდან, რომელმაც შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად, ინგლისის მეფის ედუარდ I არბიტრაჟს მიმართა... და შოტლანდიის მზე სამუდამოდ ჩაესვენა.


3. ორთოგრაფიული შეცდომა, რომელიც რამდენიმე ომის მიზეზი გახდა


იტალია, როგორც ცენტრალიზებული სახელმწიფო, საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა. ბოლო, ვინც სავოიელების დინასტიის კვერთხის ქვეშ გაერთიანდა, სარდინიის სამეფო იყო და ეს 1871 წელს მოხდა. იმ პერიოდისთვის, მსოფლიოს გადანაწილება თითქმის დასრულებული იყო და მცირედს შორის, რაც ევროპის სხვა ქვეყნების მიერ, ჯერ დაპყრობილი არ იყო, ყველაზე მიმზიდველად ეთიოპია გამოიყურებოდა.


image


1885 წ. იტალიელებმა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს და კონტროლი სომალის და ერიტრეის სანაპიროებზე დაამყარეს. ოთხი წლის შემდეგ კი, იტალიასა და ეთიოპიას შორის, მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმება, ყველა წესის დაცვით, ორ ენაზე — იტალიურზე და ამჰარულზე გაფორმდა. ორივე ტექსტი იდენტური იყო. ერთი განსხვავების გარდა, — იტალიურ ტექსტში აღნიშნული იყო, რომ ეთიოპიის იმპერატორი, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებთან რამე სახის ხელშეკრულებას გააფორმებდა, ვალდებული იყო, კონსულტაცია იტალიელებთან გაევლო. ხოლო, ტექსტის ეთიოპურ ვერსიაში, ვალდებულების ნაცვლად, — «შეუძლია» ეწერა, რაც ეთიოპიელებს, იტალიელების მიმართ, ვალდებულებისგან ათავისუფლებდა.

ოფიციალური განმარტებით, ტექსტში შეცდომა გაიპარა. თუმცა, შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს შეცდომა კი არა, ბოროტი განზრახვა იყო.

ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, იტალიელებმა ეთიოპიის სახელმწიფო საკუთარ პროტექტორატად გამოაცხადეს. ხოლო, ეთიოპიის იმპერატორმა უარი თქვა ხელშეკრულების შესრულებაზე და ომი დაიწყო, რომელშიც იტალიელები დამარცხდნენ და მთელი ევროპის დასაცინები გახდნენ...

თუმცა, უთანხმოება სახელმწიფოებს შორის, ამით არ დასრულებულა. 1936 წ. იტალიამ ევროპაში შექმნილი დაძაბული სიტუაციით ისარგებლა და ეთიოპიას კიდევ ერთხელ შეუტია... და ამჯერად, წარმატებას მიაღწია. საჰაერო დაბომბვამ, ტყვიამფრქვევებმა, ტანკებმა და ქიმიურმა იარაღმა ქვეყნის ანექსია შესაძლებელი გახადა. გარდა ამისა, ამ ომში იტალიის გამარჯვებას, კიდევ ერთი შედეგი ჰქონდა — ბენიტო მუსოლინმა ხელისუფლება შეინარჩუნა და ეს იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ანტიფაშისტური მოძრაობა ძლიერდებოდა. საბოლოო ჯამში კი, ერთმა ორთოგრაფიულმა შეცდომამ, მეორე მსოფლიო ომში, იტალიის მარცხი გამოიწვია.


* «მე მხატვარი ვარ და არა პოლიტიკოსი. პოლონეთის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ვისურვებდი ჩემი ცხოვრება, როგორც მხატვარი დამესრულებინა» – უთხრა 1939 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ, ჰიტლერმა ნევილ ჰენდერსონს (Nevile Henderson, 1937—1939 წწ. ბრიტანეთის ელჩი გერმანიაში). გაგრძელება >>>


image


0
748
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
748
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0