x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ოჯახური კონფლიქტის გამო ქალმა ქმარ–შვილი მიატოვა... და 11 წლის შემდეგ დაბრუნდა

2002 წ. ამერიკელმა ბრენდა ჰეისტმა, მეუღლესთან მორიგი ჩხუბის შემდეგ, 8 და 12 წლის შვილები სკოლაში წაიყვანა. შემდეგ, სახლში დაბრუნდა და სადილის მომზადება დაიწყო. მაგრამ, უეცრად, ყველაფერი მიატოვა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა...


image


გზაში მან 3 მამაკაცი გაიცნო, რომლებიც ავტოსტოპით მოგზაურობდნენ და ქალს შესთავაზეს, რომ მათ შეერთებოდა. ბრენდას ბევრი არ უფიქრია და მაშინვე დათანხმდა. მას თავისი ახალი მეგობრებისთვის არასდროს მოუყოლია მიტოვებულ ოჯახზე და წარსულზე... და ყველას მოგონილი სახელით ეცნობოდა.

ქალის მკვლელობაში ჯერ მისი ქმარი დაადანაშაულეს, ხოლო როდესაც ვერაფერი დაუმტკიცეს და გვამიც არსად ჩანდა, საქმე შეწყვიტეს. ქალი მკვდრად, ოფიციალურად, 2010 წ. გამოაცხადეს და ქმარს სადაზღვევო თანხა მისცეს. ამის შემდეგ, "ქვრივმა" მეორედ იქორწინა.

როდესაც 2013 წ. ბრენდა სახლში, საკუთარი საქციელის მოსანანიებლად დაბრუნდა, ყოფილმა ოჯახმა ის არ მიიღო – ყოფილ ქმარს და უკვე გაზრდილ შვილებს, მის შესახებ არაფრის გაგონება არ უნდოდათ.

***

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ენი ჯონსონიც, რომელმაც 1961 წ. 7 წლის ქალიშვილი და 8 წლის ვაჟი დატოვა და გაქრა. მეუღლემ პოლიციას მიმართა, მაგრამ ქალი ვერსად ნახეს... 2013 წ. ლუსის ქალიშვილმა დედის სურათი გამოაქვეყნა და მის მოძებნაში დახმარება ითხოვა. ფოტო, დაკარგული ქალის მეორე ქალიშვილმა ნახა, რომელიც მას "გაქრობის" შემდეგ შეეძინა... და მალე ოჯახი გაერთიანდა.


image


გაირკვა, რომ რეალურად, ქალი არც არასდროს დაკარგულა. მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ, ის სახლიდან გაიქცა. შემდეგ, ის ბავშვების წასაყვანად დაბრუნდა, მაგრამ მეუღლემ ისინი არ გაატანა. წლების შემდეგ, ქალი გათხოვდა და ქალიშვილი შეეძინა. ყოფილმა ქმარმა კი, შვილებს დაუმალა, რომ მათი დედა ცოცხალი იყო და სხვა შტატში ცხოვრობდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა გვთავაზობენ და რას ვიღებთ?! – ტურისტული სააგენტოების სარეკლამო ფოტოები და რეალური სიტუაციები

* იუმორით ნათქვამი სრული ჭეშმარიტება

* სურათები რუბრიკიდან – "ამოიცანი საკუთარი თავი"

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
468
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0