x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ოდრი ჰეპბერნის საიდუმლო: რა ნაკლს მალავდა მსახიობი მთელი ცხოვრება და რატომ არ თვლიდა საკუთარ თავს იდეალურად?

image


მსოფლიო კინოს მარადიული პრინცესა და "მიწიერი ანგელოზი" ოდრი ჰეპბერნი სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობად. XX საუკუნის ულამაზეს ქალად აღიარებული, ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი გახლდათ უაღრესად ნიჭიერი, არტისტული და ძალზედ მგრძნობიარე. მას საოცრად დიდი და კეთილი გული ჰქონდა, რომელიც მასში მთელი სამყაროს სიყვარულს ატევდა. მთელი თავისი არც თუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ოდრი ბევრ გაჭირვებულ და ხელმოკლე ადამიანს ეხმარებოდა. სწორედ ამ მიზეზის გამო იქცა ის მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყაროდ და მისაბაძ მაგალითად.


image


თუმცა ცხოვრებაში ოდრიმ ბევრი სიმწარე და გაჭირვება ნახა. პატარა გოგონამ მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი წლები დედასთან ერთად გამოიარა. ქალებს მისი დახვეწილი და მინიატურული ფიგურის ყოველთვის შურდათ, მისი წონა ხომ სულ რაღაც - 45 კგ-ის ნიშნულსაც კი ვერ სცდებოდა, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ მსახიობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ჰქონდა, რაც მრავალწლიანი შიმშილით იყო განპირობებული. გოგონა ბალერინობაზე ოცნებობდა. ამისთვის ის დიდხანს და ჯიუტად ვარჯიშობდა და ემზადებოდა.


image


თუმცა თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების მიუხედავად, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ გოგონა ბალეტისთვის შეუფერებელი იყო, მიზეზად კი მის სიმაღლეს ასახელებდნენ, ოდრი 170 სმ-ის გახლდათ.


image


მოგვიანებით მან თავი სამოდელო სფეროშიც სცადა, სწორედ აქედან მოხვდა ის უკვე დიდ კინოშიც, თუმცა საბალეტო წარსულიდან მას ერთი თავისებურება შემორჩა, რომლისაც მას ძალიან რცხვენოდა. მსახიობს დიდი, მსხვილი ტერფები და ფეხის შთამბეჭდავი 41-ე ზომა ჰქონდა.


imageimage


ეს გახლდათ ოდრის ყველაზე დიდი კომპლექსი. მოგვიანებით ჰეპბერნმა ცნობილ იტალიელ მეწაღეს სალვატორე ფერაგამოს მიმართა, რომელმაც პერსონალურად მისთვის ფეხსაცმლის ისეთი დიზაინი შექმნა, რომელიც მის ტერფებს ვიზუალურად ამცირებდა - ასე შეიქმნა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ე.წ. "ბალეტკები".


image









0
353
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
353