x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ახლავე, ბავშვებო!” - ძველი ბრძნული ებრაული იგავი დედაზე, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს!

image


მოგეხსენებათ, რომ მთავარი ოჯახში - მიკროკლიმატია, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია, თუმცა ხელსაყრელი ამინდის პირობებს სახლში ყველაზე ხშირად სწორედ ერთი ადამიანი - დედა ქმნის, და სამწუხაროდ, მთელი მეურნეობის აწყობა მხოლოდ ქოლგის დახმარებით შეუძლებელია, საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა: დღევანდელ პოსტში მსურს მოგითხროთ ერთი ძველი ებრაული იგავის შესახებ, რომელიც ყველაზე უკეთ აგიხსნით ებრაელი დედის ფენომენის არსს. მაშ ასე....


"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღარიბი ებრაული ოჯახი, სადაც ბევრი ბავშვი, თუმცა მცირე ფინანსური შემოსავალი იყო - საბრალო ქალი მუხლჩაუხრელად ოჯახზე ზრუნვაში ათენებდა და აღამებდა, ამზადებდა, ასუფთავებდა, ალაგებდა, ხანდახან ურჩი შვილების მიმართ არც ერთ -ორ ლაზათიან ალიყურსაც ინანებდა და საკუთარ ცხოვრებაზე გამუდმებით წუწუნებდა. ერთ დღესაც ქანცგაწყვეტილმა გადაწყვიტა რაბინს ხლებოდა რათა საბოლოოდ გაერკვია - როგორ გამხდარიყო კარგი დედა.


ცოტა ხანში ოთხიდან მდუმარე და ჩაფიქრებული ქალი გამოვიდა. იმ დღის შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა... ქალი თითქოს შეცვალესო, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არც ფულის რაოდენობამ იმატა და არც ბავშვები გამხდარან უფრო დამჯერები, დედა მათ აღარასდროს ეჩხუბებოდა, ხოლო მის სევდიან სახეზე მეგობრულმა ღიმილმა დაისადგურა.


ოჯახის წევრები ვერაფერს ხვდებოდნენ, მხოლოდ ერთი რამ უკვირდათ, კვირაში ერთხელ ბაზრიდან დაბრუნებული დედა მთელი დღე საკუთარ ოთახში იკეტებოდა. ბავშვებს ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდათ და ერთხელაც დედას ოთახში დაუკითხავად შეეჭრნენ.


ქალი მაგიდასთან მშვიდად იჯდა და ტკბილ ციმესთან ერთად ჩაის მიირთმევდა.



"დედა რას აკეთებ? და ჩვენ?" - შეჰყვირეს აღშფოთებულმა ბავშვებმა.


"ახლავე ბავშვებო!" - მშვიდად უპასუხა დედამ, - "მე თქვენს დედას ვაბედნიერებ".


მორალი: სანამ საკუთარ თავს სხვებს მიუძღვნიდეთ, ჯერ თავად გახდით ბედნიერი. ოჯახში ჯანსაღი მიკროკლიმატის არსებობის საიდუმლოც ეს არის!








0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
140