x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ისინი გარდაცვლილებად გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი გამოჩნდნენ...

ეს ადამიანები თითქოს აორთქლდნენ და საკუთარ ახლობლებს დიდი ტკივილი განაცდევინეს... თუმცა, შემდეგ დაბრუნდნენ. ჩვეულებრივ, დიდი ინტერესს იწვევს, როდესაც დაკარგული, ცოცხალი აღმოჩნდება ხოლმე. ხშირად, ასეთი ისტორია, შეიძლება, ძალიან სევდიანი იყოს, ან პირიქით – შთამაგონებელი.
აქ ადამიანების ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებიც გაქრნენ და წლების შემდეგ, დაბრუნდნენ.


სათევზაოდ წავიდა და 8 წლის შემდეგ დაბრუნდაimage


ლოურენს ბეიდერს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თან, მისი ცოლი მეოთხე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. მამაკაცმა სიტუაციიდან გამოსავალი ვერ ნახა და უკიდურეს ზომებს მიმართა...

1957 წლის 15 მარტს, მან სიცოცხლის სადაზღვევო პოლისის თანხა გადარიცხა, ნივთები შეაგროვა და ნავი იქირავა. მიუხედავად იმისა, რომ ნავის პატრონმა ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გააფრთხილა, მეუღლეს უთხრა, რომ რამდენიმე დღით, სათევზაოდ მიდიოდა... მეორე დღეს, ზღვამ ცარიელი ნავი ნაპირზე გამორიყა. მაშველებმა და პოლიციამ დაკარგული მამაკაცი ვერ იპოვა და 1960 წ. ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.

რაც შეეხება მის ქვრივს, მას ბავშვების მოსავლელად, ყოველთვიური დახმარება დაენიშნა და სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული, მეტად შთამბეჭდავი თანხაც მიიღო.

თუმცა, ისტორია ამით არ დასრულებულა. 1965 წელს ბეიდერის დიშვილმა, სპორტული საქონლის გამოფენაზე მამაკაცი დაინახა, რომელიც ბიძამისს ძალიან ჰგავდა. მოგვიანებით კი, თითის ანაბეჭდების მეშვეობით დამტკიცდა, რომ ადამიანი რომელსაც ახლა ფრიც ჯონსონი ერქვა, წარსულში, მართლაც ლოურენს ბეიდერი იყო, თუმცა მამაკაცი ამ ფაქტს უარყოფდა.

როგორც სამედიცინო შემოწმება აჩენა, მას მართლაც ამნეზია ჰქონდა. ზღვაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ლოურენსი, სახლიდან საკმაოდ შორს – სხვა შტატში დამკვიდრდა და მუშაობა რადიოსადგურში დაიწყო. 1961 წელს დაქორწინდა და ვაჟიც შეეძინა. 1964 წ. თავის ტვინში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და 1966 წ. გარდაიცვალა. მამაკაცი სიცოცხლის ბოლომდე არ აღიარებდა, რომ ოდესღაც, სხვა სახელი ერქვა.


მეთევზეები თავად დაიკარგნენ, მაგრამ წლების წინ, გაუჩინარებული ნათესავი იპოვეს


2011 წ. ორი კირიბატელი მეთევზე, საკუთარი გემით ოკეანეში გავიდა. ღამის თევზჭერის შემდეგ, მათ გეზი საკუთარი სანაპიროსკენ აიღეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნავიგატორი გაფუჭებული იყო და მეთევზეები ოკეანეში დაიკარგნენ. უეინ ბურანიბვემ და ტემაი ტონტააკემ ოკეანეში 33 დღე გაატარეს. საკვებად თევზი ჰქონდათ, მაგრამ სასმელ წყალთან დაკავშირებით, ყველაფერი ბევრად ცუდად იყო... გემზე მარაგი არ ჰქონდათ და ამიტომ, წვიმის წყალს აგროვებდნენ.

დაკარგულ მეთევზეებს, სანაპირო დაცვა 3 დღე ეძებდა, შემდეგ სამძებრო ოპერაცია შეწყვიტეს. მეთევზეების გემი კი, წყალმა ბოლოს და ბოლოს, კ. ნამორიკის (მარშალის კუნძულები) სანაპიროზე გამორიყა. ადგილობრივებიდან, მათი ენა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, რომელიც კუნძულზე 60 წლის წინ გამოჩნდა.

მასთან საუბრის შემდეგ, მეთევზეებმა შეიტყვეს, რომ ეს ადამიანი მათი ბიძა იყო, რომლის გემი გასული საუკუნეების 50–იან წლებში შტორმში მოყვა. გადარჩენილი კაცი კი, ამ კუნძულზე აღმოჩნდა, დაქორწინდა და ოჯახი შექმნა. ის კი ყველას დაღუპული ეგონა.


ესპანელი ფსიქიატრი 20 წლის შემდეგ იპოვეს


ესპანელი ექიმი კარლოს ორტისი პროფესიონალურად იმდენად გადაიწვა, რომ გაქრობის სურვილი გაუჩნდა. მას 1996 წ. სამედიცინო ხარისხის მიღებიდან მალევე, ღრმა დეპრესია განუვითარდა... და 25 წლის ფსიქოლოგი გაქრა. 2010 წელს ორტისი მკვდრად გამოაცხადეს. ხოლო, გაუჩინარებიდან 20 წლის შემდეგ, მამაკაცი ცოცხალი ნახეს.

2016 წელს ტოსკანას ტყეში სოკოზე წასული 2 მამაკაცი, შემთხვევით ადამიანს გადააწყდა, რომელსაც გრძელი წვერი და ჭუჭყიანი სახე ჰქონდა. ის კარავში ცხოვრობდა და საუბრისას, მოულოდნელ სტუმრებს უთხრა, რომ ადრე ესპანეთში ცხოვრობდა. მან საკუთარი სახელიც დაასახელა და მათ პასპორტიც კი აჩვენა. თუმცა, იქვე გააფრთხილა, რომ ცივილიზაციაში დაბრუნებას არ აპირებდა და როგორც კი მის სამყოფელს მიაგნებდნენ, იქიდან წავიდოდა.

სოკოს მკრეფავებმა მიღებული ინფორმაცია, "დაკარგულთა ესპანურ ასოციაციას" შეატყობინეს და ერთ თვეში, კარლოსის მშობლებსაც მიაგნეს, რომლებიც მაშინვე იტალიაში გაფრინდნენ... მაგრამ, გაირკვა, რომ ის ისევ გაქრა.

«პატივს ვცემთ მის სურვილს და თავისუფლებას, მაგრამ არ მოვისვენებთ, ვიდრე არ ვიპოვით და გულში არ ჩავიკრავთ... თუნდაც, სულ ცოტა ხნით – წამიერად», — თქვა დაკარგული ექიმის დედამ.


გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* დაუჯერებელი ფაქტები ცნობილი მსახიობების შესახებ

* 5 ფაქტი იულიუს კეისრის პირადი ცხოვრებიდან, რომელსაც მეცნიერები ჩიხში მიჰყავს

* ოჯახური კონფლიქტის გამო ქალმა ქმარ–შვილი მიატოვა... და 11 წლის შემდეგ დაბრუნდა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
520
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0