x
image
ნინო ხიმშიაშვილი
თურქეთი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს უკრაინასა და რუსეთს შორის



image


ზელენსკისა და ერდოღანის პრესნკონფერენცია სტამბულში / 08.03.2024 / სქრინი ლაივ-ვიდეოდან



რეჯებ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებების სამიტი რუსეთსა და უკრაინას შორის და ხელი შეუწყოს ომის სამართლიანი მშვიდობით დასრულებაში. ამის შესახებ მან 8 მარტს, სტამბულში პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.


ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება სამიტზე იმ ადამიანების მოწვევა, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ.



მხარეებმა შეხვედრაზე ასევე მოაწრეს ხელი თურქეთ-უკრაინას შეთანხმებას ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნესისთვის ბარიერების მოხსნის შესახებ.




"რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტსაც მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროების დონეზე.


უკრაინა და თურქეთი აძლიერებენ ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ჩვენს რეგიონს" - ნათქვამია პრედიზენტ ზელენსკის ოფისის ოფიციალურ ინფორმაციაში.







0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0