პოლიტიკა "მზარეულის" ჩამოხრჩობა უბრალოდ აუცილებელია რუსეთის სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის", - რუსი ტერორისტი იგორ გირკინი პრიგოჟინზე 2023, 26 ივნისი, 19:08 რუსი ტერორისტი და სამხედრო დამნაშავე იგორ გირკინი თავის ტელეგრამ არხზე პრიგოჟინის სიკვდილით დასჯას ითხოვს. გირკინი პრიგოჟინს "მზარეულად" მოიხსენიებს და წერს, რომ მისი ჩამოხრჩობა რუსეთისთვის აუცილებელია. "გთხოვთ გაითვალისწინოთ, როგორც აზრი. არა მგონია ყველა ვაგნერის მეთაური და მებრძოლი დახვრეტას იმსახურებდეს, მაგრამ "მზარეულის" ჩამოხრჩობა აჯანყებისა და ჩვენი ოფიცრების მკვლელობის გამო, უბრალოდ, აუცილებელია რუსეთის სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის". ვინ არის იგორ გირკინირუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ყოფილი პოლკოვნიკი, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ცნობილი ასევე სტრელკოვის სახელით. 53 წლის რუსი ჯარისკაცი, რომლის სახელიც დაკაშირებულია კრიმინალთან და მკვლელობასთან. 2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ ის სხვა ორ პირთან - სერგეი დუბინსკთან და ლეონიდ ხარჩენკოსთან ერთად დამნაშავედ ცნო 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის თავზე მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ბოინგ 777 - MH17 ჩამოგდებაში, რა დროსაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. 2022 წლის აგვისტოში მან ყალბი საბუთებით სცადა უკრაინაში შესვლა, თუმცა არ გაუმართლა და ყირიმში დააკავეს. გირკინი ყალბი პასპორტით სერგეი რუნოვის სახელით ცდილობდა უკრაინაში მოხვედრას2022 წლის ოქტომბერში უკრაინის დაზვერვამ მის დასაჭერად $100 000 დააწესა. 2023 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინი მას "ვაგნერის" რიგებში ეპატიჟებოდა. ჰააგის სასამართლოს შემდეგ გირკინს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ძებნაშია. 273 შეფასება არ არის
|