x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"უჩვეულო" გარეგნობის ქალბატონები, რომლებიც მსოფლიომ ლამაზებად აღიარა

სილამაზე ყოველთვის სუბიექტურია. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ იმაზე, თუ რა არის რეალურად საინტერესო და მიმზიდველი. მაგალითად, მსოფლიო არასოდეს შეთანხმდება იმაზე, თუ ვინ არის ჩვენი დროის ყველაზე ლამაზი მსახიობი. ზოგი მონიკა ბელუჩის მიანიჭებს უპირატესობას, ზოგიც, მაგალითად, ანჯელინა ჯოლის მოიყვანს. თუმცა, ეს უტრირებული მაგალითია — ცხოვრებაში კი, ეს საკითხი ცოტა განსხვავებულია...


image


წარმატებას და აღიარებას, ნებისმიერი გარეგნობის ადამიანებმა შეიძლება მიაღწიონ, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ისეთები, ვინც "არატიპიურში" — უნიკალურს დაინახავს. მაგ., აქ წარმოდგენილი ნაკრების გმირები, გარეგნობის განსაკუთრებული მახასიათებლებით გამოირჩევიან. მაგრამ, მათ საკუთარი თავის მიღება ისწავლეს. ხოლო, კრიტიკას და საწყენ კომენტარებს ისინი, უბრალოდ, იგნორირებას უკეთებენ...


ნიაკიმ გატვეჩი
image


ნიაკიმი სამხრეთ სუდანიდან არის და მსოფლიოში, ყველაზე შავკანიან მოდელად ითვლება. მას არასდროს დასჭირვებია კომპლექსებთან ბრძოლა, რადგან სადაც დაიბადა, მისი ფერის კანი, ბევრ ადამიანს აქვს. ხოლო, მოდის სფეროში, ამ განსაკუთრებულობამ, მას პოპულარობა მოუტანა.


კონი ჩიუ
image


კონი ჩიუ კი — ალბინოსია და მისი კანი მარმარილოსავით თეთრია. კონი მუსიკის სფეროში მოღვაწეობს და თავისი გარეგნობის წყალობით, ყურადღების ცენტრში საკმაოდ სწრაფად მოექცა. ხოლო, მოდელობა რომ გადაწყვიტოს, თავის კონკურენტებს მყისიერად დაჩრდილავს.


დრიუ პრესტა
image


დრიუს სიმაღლე მხოლოდ 1 მეტრია. ამის გამო, ბავშვობაში, მას ხშირად დასცინოდნენ და ამცირებდნენ. მაგრამ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა... დრიუმ მოახერხა და მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა.



მელანი გაიდოსი
image


მელანის — ექტოდერმული დისპლაზია აქვს. მაგრამ ამას, მოდის სამყაროში თავის დამკვიდრებაში ხელი არ შეუშალა. ის ადეკვატურად რეაგირებს კრიტიკაზე და თვლის, რომ გარშემომყოფებისგან დიდად განსხვავდება.


ნორმა სტიცი
image

ნორმას ყველაზე დიდი მკერდი აქვს მსოფლიოში. მისი მკერდის წონაა 60 კგ–ია და მას რამდენჯერმე შესთავაზეს ოპერაციის გაკეთება. მაგრამ, ქალი ყოველთვის უარს ამბობდა.


სარა გერტსი
image


სოფიას თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვობიდან იშვიათი გენეტიკური დაავადებით იტანჯება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მოდელი გახდა.


სოფია ჰაძიპანტელი
image


სოფია მოდელია, რომელსაც მონოწარბებით შეუძლია დატრაბახება. ის წარბების კორექციას არ იკეთებს, რადგან სწორედ მისი წყალობით გახდა ის ცნობილი მოდელი. მართალია, ყველა ადამიანს არ შეუძლია გაიგოს სოფიას ფენომენი... ამიტომ, დღე არ გავა, ვინმემ რომ არ გააკრიტიკოს.


რეფილვე მოდისელიimage


რეფილვე შავკანიანების ოჯახში დაბადებული ალბინოსია. მის სამშობლოში თვლიან, რომ ალბინოსად დაიბადება — "ოჯახის წყევლას" ნიშნავს. საბედნიეროდ, გოგონა უფრო მშვიდ პირობებში გაიზარდა და შემდეგ, მოდელიც გახდა.


ვინი ჰარლოუ
image


ვინი — მოდის ბიზნესში, პრაქტიკულად, ცოცხალი ლეგენდაა. გოგონამ ვიტილიგოთი, მონაწილეობა მიიღო შოუში – "ტოპ–მოდელი ამერიკულად". მართალია, ვერ გაიმარჯვა, სამაგიეროდ, მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა... და სხვადასხვა ბრენდებისგან კონტრაქტებმაც არ დააყოვნა.


კლერ უესტი
image


კლერი — ამერიკელი მოდელია, რომელმაც საკუთარი თავი, "უნიკალურად", თავადვე აქცია. გოგონას სხეული მთლიანად ტატუებით აქვს დაფარული, მაგრამ გასაკვირი ეს კი არა, ის არის, რომ ის მოდელი, ტატუებით დაფარული სხეულის მიუხედავად გახდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 12 საინტერესო ფაქტი ჰოლივუდის საკულტო ფილმების შესახებ

* ჩვეულებრივი ადამიანები ძველ ეგვიპტეში – 10 საინტერესო ფაქტი მათი ცხოვრებიდან, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ანეკდოტები და სახალისო ფრაზები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
596
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0