x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხათუნა კოტრიკაძის შვილი დედის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს(ფოტო)
imageმსახიობ ხათუნა კოტრიკაძის და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილი, გოგა გოგია დედის აქამდე უცნობ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:


"აღმოვაჩინე დედაჩემის უცნობი (ჩემთვისაც) ფოტო"-წერს გოგა გოგია.


image

შეგახსენებთ, 70-იანი წლების ქართული კინოს მშვენება, ხათუნა კოტრიკაძე 15 თე­ბერ­ვალს 68 წლის ასაკ­ში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების მიზეზი მძიმე სენი გახდა.მსახიობმა სულ სამ ფილმში ითამაშა, "მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი"(1971), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971)და "მხიარული რომანი"(1972), განსაკუთრებული წარმატება ხატნას ამ ბოლო ორმა ფილმმა მოუტანა.



ცნობისათის, ხათუნა კოტრიკაძის ერთადერთი ვაჟი გოგა გოგია 2019 წელს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა მეორე ინსტანციის სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


გოგა გოგია სააკაშვილის ხელისუფლების დროს საკრებულოს კანცელარიის უფროსი იყო. 2015 წელს მან საკვალიფიკაციო ტესტირება ვერ გაიარა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

0
425
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0