x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეტად უცნაური ფაქტები ჩვენი სხეულის შესახებ

ადამიანის სხეული საკმაოდ საფუძვლიანად არის გამოკვლეული. თუმცა, ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება, რადგან მას, ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლო აქვს... ხოლო, რაც უკვე ცნობილია, ზოგჯერ, ჩვენს გაოცებას იწვევს. მაგ.:


1. სისხლის მიწოდების სისტემა, მთელს სხეულში გადის, სისხლი უჯრედებს კვებავს და ჟანგბადს აწვდის. თუმცა, ჩვენს ორგანიზმში არის ორგანო, რომელიც ამ სისტემით არ მარაგდება – ეს თვალის რქოვანაა. ის ჟანგბადს, პირდაპირ ჰაერიდან იღებს.

2. ადამიანის თავის ქალა, სხვადასხვა ტიპის, ოცდაცხრა ძვალს შეიცავს.

3. დღის მანძილზე, ადამიანის ტვინი დიდი რაოდენობის ელექტრულ იმპულს აწარმოებს – უფრო მეტს, ვიდრე ტელეფონები მთელ მსოფლიოში.

4. ტვინის ნერვული იმპულსი 274 კმ/სთ–მდე სიჩქარეს ავითარებს.

5. ცხოვრების მანძილზე, ჩვენი გული, დაახლოებით, 182 მლნ. ლ. სისხლს ტუმბავს.

6. ახალშობილებს კვირისტავი არა აქვთ. ეს ორგანო ბავშვებში 2-დან – 6 წლამდე ასაკში უყალიბდებათ.


image


7. ვიდრე ამ სტატიას ჩაიკითხავთ, თქვენს ტვინში 50 ათასამდე უჯრედი მოკვდება და მათი ჩანაცვლება ახალი უჯრედებით მოხდება.

8. ემბრიონს, სამი თვის ასაკში, თითის ანაბეჭდები უჩნდება.

9. ჩვენი სხეულის ყველა სისხლძარღვის სიგრძე, დაახლოებით, 100 ათასი კმ – ია.

10. ადამიანი თუ წითლდება, მაშინ, მისი კუჭიც წითლდება.

11. საშუალოდ, ადამიანს სიცოცხლის მანძილზე, თმა, დაახლოებით 730 კმ. ეზრდება.

12. ადამიანს, მისი სხეულის წონის, 1% წყლის დაკარგვის შემთხვევაში, წყურვილის გრძნობა უჩნდება, 5%–ის დაკარგვისას – გული მისდის. ხოლო, წყლის 10%–ის დაკარგვის შემთხვევაში, – ის დეჰიდრატაციისგან (გაუწყლოება) იღუპება.

13. ადამიანის კანის განახლება, მისი სიცოცხლის მანძილზე, დაახლოებით, 1000-ჯერ ხდება.


image


14. ჩვენი ორგანიზმი 2 კგ–მდე ბაქტერიას შეიცავს.

15. თავის ტვინში, წამში, ასი ათასზე მეტი ქიმიური რეაქცია ხდება.

16. ენა – სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთია

17. ადამიანის თვალები დაბადებიდან ერთნაირი ზომისაა, ხოლო ყურები და ცხვირი, მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრდება.

18. ადამიანის სისხლი ისეთ წნევას ქმნის, რომ მას სისხლის აწევა 4 სართულიანი შენობის სიმაღლეზე შეუძლია.

19. როდესაც პარტნიორები ერთმანეთს კოცნიან, ისინი 300-მდე, სხვადასხვა ტიპის ბაქტერიას ცვლიან, საბედნიეროდ, მათი 95% უვნებელია.

20. ადამიანების მხოლოდ 1%-ს შეუძლია, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივების დანახვა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ალა პუგაჩოვა: "ნორმალური ადამიანი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებენ"

* 5 კრიმინალური გამოცანა, ერთი დეტექტივის პრაქტიკიდან (პასუხები აქვს)

* ანეკდოტები და სახალისო ფრაზები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
389
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0