x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შემოდის, ხალხო, პოლიტიკურ ველზე და სისხლის ანალიზები გაამზადეთ” "- ვისზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ლევან ვასაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"აუ, რაღაც მაგარ მონაცემთა ბაზაშია აშკარად ჩემი ტელეფონი და ვატყობ გართობა არ მომაკლდება. სერია შემდეგი: ზარია ტელეფონზე. “კვლევებისა და ინოვაციების ცენტრიდან“ ვართ, კვლევას ვატარებთო პოლიტიკურს. იმ ქალის ხმა სათაურთან იმდენად შეუსაბამოდ მომეჩვენა, დავინტესდი, ვინ იკვლევს, რას იკვლევს. მეთქი დაიწყე აბა, მკითხე. ნუ, ზოგადი მონაცემები გამომკითხა, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი.


ვარ თუ არა საქართველოს მოქალაქე. ამის მერე მეკითხება თქვენი ეროვნებაო. მეთქი რას მეკითხები? საქართველოს მოქალაქე რომ ვარ ეგ საკმარისი არ არისთქო? არაო, ეროვნება გვაინტერესებსო. მეთქი ვერ ხვდები რა იდიოტობას კითხულობ? ვერაო, რატომ არისო იდიოტობა, რა პრობლემააო. მეთქი საქართველოს მოქალაქეები რომ სისხლის შემადგენლობის მიხედვით არ უნდა დაყო არ იცითქო? არაო.


მეთქი კარგი, გავაგრძელოთ. მივხვდი, რომ წინ უფრო საინტერესო მელის. თან მაინტერესებს ვინ არის დამკვეთი. დაახლოებით კი მივხვდი უკვე, მაგრამ ვიფიქრე შემდეგ კითხვებზე უკვე ზუსტად მივხვდები. შემდეგი კითხვა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი ბრძანდებითო? მეთქი ეგ რაღა შუაშია? რატომ ეკითხებით ადამიანს სოციოლოგიურ კვლევაში რელიგიას? მაგ ნიშნით უნდა დაყოთ ადამიანები? აქაც ვერ მიხვდა რაში მდგომარეობდა უხერხულობა. მეთქი ათეისტი ვარ. არაუშავრსო, დამამშვიდა.


შემდეგი კითხვა– ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმასო. მეთქი მიდი, ჩამოთვალე აბა. ჩამოთვალა პარტიები, მათ შორის “ერი“. ეგ ვინ არისმეთქი. ლევან ვასაძეო. ამის შემდეგ პოლიტიკოსებზე იყო კითხვა. ეგეც ჩამოვათვლევინე – ერთ–ერთი ვასაძე იყო რა თქმა უნდა. ამის შემდეგ მალე მოვრჩით საუბარს. დეტალებს არ მოვყვები, უზრდელობაა.


ხოდა, რისი თქმა მინდოდა, ვასაძე შემოდის ხალხო, სულ კვლევა–კვლევით შემოდის პოლიტიკურ ველზე და სისხლის ანალიზები გაამზადეთ."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


0
443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
443