სხვა ჯენიფერ ლოპესის თქმით, ბავშვობაში მშობლების მხრიდან სიყვარულს ვერ გრძნობდა 1 მარტი, 15:57
მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა, რომელიც გაიზარდა ბრონქსში ორ ძმასთან და ორ დასთან ერთად, თქვა, რომ მშობლებისგან სიყვარული აკლდა. მას სიტყვებს ციტირებს გამოცემა Page Six-ი.
„როცა ვიზრდებოდი, ყოველთვის ვეძებდი ვინმეს, ვინც თავს მაგრძნობინებდა რომ ვუყვარვარ “, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ის შუათანა შვილი იყო. "მე ვიყავი შუათანა შვილი, არაც ნაბოლარა, და არც პირმშო... შენ უბრალოდ იკარგები ამათ შორის“, - განაგრძო 54 წლის მსახიობმა, რომელმაც იგულისხმა უფროსი და ლესლი- 56 წლის და უმცროსი ლინდა- 52 წლის. მომღერალმა ისიც დასძინა, რომ მამა მას მუდამ იგნორს უკეთებდა, რადგან ის ყოველთვის ღამით მუშაობდა და შემდეგ მთელი დღე ეძინა. ”დედაჩემი კი იყო ნარცისი, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და სულ წვეულებებზე და გართობაზე ეჭირა თვალი ”, - ასე დაახასიათა დედამისი ლოპესმა. "დედაჩემი ძალიან რთული ქალია და მას ბევრი ბაგაჟი აქვს, მას სურდა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით და არასოდეს დავყრდნობოდით მამაკაცს", - განმარტა ლოპესმა. დედასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როდესაც ჯენიფერმა უარი თქვა კოლეჯში სწავლაზე და აქცენტი ცეკვაზე და სიმღერაზე გადაიტანა: "მინდოდა მთელი სამუშაო დღე ცეკვაში თავი მეცადა... ცეკვის სტუდიაში დივანზე მეძინა.უსახლკარო ვიყავი, მაგრამ ჩემ თავს ვუთხარი: „ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთო“, - იხსენებს ის. მომღერლის მშობლები გვადალუპე როდრიგესი და დევიდ ლოპესი 90-იან წლებში გაიყარნენ ამ დროისთვის მსახიობი ორივე მშობელთან კარგ ურთიერთობაშია. შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესის მეცხრე სტუდიური ალბომი 2024 წლის 16 თებერვალს გამოვიდა. რომელმაც აშშ-ს "ბილბორდის" ჩარტებში შედარებით მოკრძალებული 38-ე ადგილი დაიკავა. ეს არის ახალი ალბომი ბოლო 10 წლიანი პაუზის შემდეგ.მანამდე გამოსცა ალბომის მხარდამჭერი სინგლი Can’t Get Enough, დეივ მეიერსის რეჟისორობით ვიდეო-კლიპი საქორწილო თემაზეა შექმნილი. ვიდეო-კლიპში საქმრო სხვადასხვა მამაკაცია, როგორც ჩანს ეს ჯენიფერ ლოპესის ოთხ ქორწინებაზე მიანიშნებს. 71 3-ს მოსწონს
|