x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არ ვიცნობ და იმ ქურდის დედაც მოვტ...ან, მე რო არ ვიცნობო" - ვისზე წერს გელა ზედელაშვილი?

image

"ამას წინებზე (25 თებერვალს) მადამ ლობიო პამპადურ პღეზიდანს ქართველი მწერლები და საზოგადო “მოღვაწეები'' დაუპატიჟნია, ერთი მეტად მნიშვნელოვანი საიდუმლო უნდა გაგანდოთო.

*
ესენიც, ეს ქართველი მწერლები და საზოგადო “მოღვაწეებიც'' მისულან კი არა, მისკდომიან და კი ხედავთ, “რამფრა'' შესცი...ცინებენ ერთმანეთს.
ამასაც, ამ მადამ ლობიო პამპადურს გაუნდვია ერთი მეტად მნიშვნელოვანი საიდუმლო - რუსეთი ოკუპანტიაო.
საზოგადო “მოღვაწეებს'' უპასუხნიათ - მაშ, მაშ, სწორედაც რო ეგრეაო.
მადამ ლობიო პამპადურს მიუგია - 1921-ში რუსეთმა რო დაგვიპყრო, ეგ იცოდითო?
“მოღვაწეებს'' მხრები აუჩეჩნიათ - ყური მოგვიკრავს, მაგრამ ეგრე დანამდვილებით არ ვიცოდით, აწი გვეცოდინებაო.
*
ამ ამბავმა ერთი მომენტი გამახსენა: პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე როა, მაგას უკითხავს ჯაბა იოსელიანისთვის, ამა და ამ ქურდს იცნობო?
არ ვიცნობ და იმ ქურდის დედაც მოვტ...ან, მე რო არ ვიცნობო.
ჰოდა, ალბათ ხვდებით, ახლაც იგივე სიტუაციაა - იმ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს დააფსას დეპუტატმა მაჭუტაძემ, მე და თქვენ რო არ ვიცნობთ კი არა... საერთოდაც რო არაფერი გაგვიგია!
*
ისე, ძაან საინტერესოა, მადამ ლობიო პამპადურ პღეზიდანი საიდან ადგენს, ამ ქვეყანაში ვინ მწერალია და ვინ საზოგადო მოღვაწე, აეგრე “ოპტომ'' რო ეპატიჟება და მეტად მნიშვნელოვან სახელმწიფო საიდუმლოებებს ანდობს?
მეორე სურათზე, ქალები რო ჩამამსხდარან “ტაბურეტკებზე'', სწორედ საიდუმლოს განდობის მომენტია ასახული, ამიტომაც აქვთ ეგეთი “გაჭივრებული'' სახეები.
*
ისე, რაღა დაგიმალოთ და მადამ პამპადურს ორბელიანების სასახლის ეზოში ერთი-ორი “კამაზი'' ქვიშაც რო დაუყაროთ, უფრო კარგად გეერთობა და შეიძლება ნეხვით აქოთებულ ევროპიულ ქვეყნებში დაუკითხავად აღარც იაროს.
არა, კი გაჰკრამს პერიოდულად “პუწიოვკის'' გარეშე, მაგრამ ძირითადად მაინც აქ იქნება დამაგრებული."-წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" აღმასრულებელი დირექტორი გელა ზედელაშვილი.
0
143
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0