სხვა რა სახის აკრძალვები ჰქონდათ მუსლიმებს ხარჭებთან დაკავშირებით? 29 თებერვალი, 9:45 ჯერ უნდა გავარკვიოთ რას წარმოადგენდნენ თავად ხარჭები წარსულში მუსულმანურ ქვეყნებში. ისლამური კანონები მამაკაცებს კანონიერი ცოლებისა და ხარჭების გარდა ქალებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარებას უკრძალავდა, ცოლებთან დაკავშირებით ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელი იყო, თუმცა მათსა და ხარჭებს შორის არსებულ განსხვავებებზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, ხოლო აი, რაც შეეხება ამ უკანასკნელთ, მათ განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ. ხარჭები ხდებოდნენ ის ქალები, ვინც მათ ხელში ტყვედ ვარდებოდა. მუსლიმური კანონები მშვენიერი სქესის წარმომდგენელთა განადგურებას კრძალავდა, თუმცა ასეთი შემთხვევებიც იშვიათობას არ წარმოადგენდა. ქალებს ტყვედ იყვანდნენ და მონებად აქცევდნენ, ჰოდა ხარჭებადაც სწორედ ისინი ხდებოდნენ. ამასთან, განსხვავება მონასა და ხარჭას შორის არსებობდა. პირველი უბრალოდ მუშა ხელს წარმოადგენდა. მაგალითად, მსახურს. ჩვეულებრივ, მათ ასაკისა და სილამაზის ხარისხის მიხედვით ირჩევდნენ.თუმცა ისეც ხდებოდა რომ ერთი ბატონისთვის ქალი უბრალოდ მონა იყო, ხოლო მეორისთვის კი - ხარჭა, მაგრამ არსებობდა ერთი შეზღუდვა: თუ ხარჭა ერთი კაციდან მეორესთან ლეგალურად გადადიოდა, მეორეს გარკვეული დროის განმავლობაში მასთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება არ შეეძლო. საჭირო იყო მენსტრუალური ციკლის დასრულება რათა განწმენდა მომხდარიყო. ამჟამად მუსულმანურ ქვეყნებში არავითარი მონობა არ არსებობს, თუმცა ადგილი მრავალცოლიანობას ნამდვილად აქვს და ეს რიგ სახელმწიფოებში აკრძალული სულაც არ არის.რით განსხვავდებოდნენ ხარჭები ცოლებისგანისლამურ სახელმწიფოებში კაცი ყოველთვის მთავარი იყო. სტერეოტიპულად ითვლება, რომ ქალებს არანაირი უფლებები არ ჰქონდათ, თუმცა ეს ასე არ არის. უპირველეს ყოვლისა, კანონიერ ცოლს შეეძლო ქმრისგან ყურადღების მოთხოვნა, ანუ კაცს არ შეეძლო დაქორწინება და მისი რომელიმე ცოლის უყურადღებოდ დატოვება. საჭირო იყო ყველასთან ურთიერთობა და შეხვედრების მოწყობა.მეორეც, ყველა ცოლს ჰქონდა ღირსეული ცხოვრების უფლება. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სტერეოტიპულად ითვლება, რომ რამდენიმე ქორწინების შემთხვევაში კაცი ქალს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, არც კი ინტერესდებოდა, როგორ გრძნობდა ის თავს, რას ჭამდა ან რას სვამდა. არა. ისლამური კანონები ცხადად მიუთითებს: თუ კაცს აქვს ქალის შენახვის ფინანსური შესაძლებლობები, მას შეუძლია მასზე ქორწინება, ხოლო თუ მას ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია, მაშინ მან თავი უნდა შეიკავოს მორიგი ქორწინებისგან.მესამე, მეუღლეს ყოველთვის ენიჭებოდა ქონებაზე გარკვეული საკუთრების უფლება. საუბარია ქმრის მიერ ნაჩუქარ ნივთებზე. განქორწინების შემთხვევაშიც კი ქონება ქალს რჩებოდა. რაც შეეხება ხარჭებს, ისინი თითქმის უუფლებონი იყვნენ, თუმცა მათ კანონიერ ცოლად გახდომის მცირე შანსი ჰქონდათ. გარდა ამისა, არსებობდა მთელი რიგი აკრძალვები ხარჭებთან მიმართებაში, რომლებიც ძირითადად, იმ კაცებს ეხებოდა, ვისაც ხარჭები ჰყავდათ.ტაბუარსებობდა რამდენიმე აკრძალვა, რომელიც ხარჭას გარკვეულწილად იცავდა:1. ორსულობის პერიოდში არ შეიძლებოდა ხარჭებთან სიახლოვე, რაც სრულიად გონივრული აკრძალვა იყო. სხვათა შორის, ორსულ ცოლებთანაც ინტიმური ურთიერთობა აკრძალული იყო, და ასე მხოლოდ ისლამში არ არის. მართლმადიდებელი მღვდლებიც ამ პერიოდში ქალისა და მამაკაცის სიახლოვეს ცოდვად მიიჩნევდნენ.2. აკრძალული იყო სხვა მამაკაცის კუთვნილ ხარჭებთან ურთიერთობაც. საჭირო იყო გარკვეული პერიოდის მოცდა, რის შემდეგაც ქალი "ახლდებოდა" და ასე ვთქვათ, "სუფთა" ხდებოდა. თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მართლმადიდებლობას, იქაც ქალსა და მამაკაცს "ამ დღეებში" ინტიმური ურთიერთობა ეკრძალებოდათ.3. ხარჭებისთვის ინტიმური ურთიერთობის დაძალება ასევე იკრძალებოდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენია რომ ხარჭას გაებედა და ეთქვა - "არა", თუმცა ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, ვინაიდან შეძლებულ მუსლიმებს საკმარისზე მეტი ცოლებიც და ხარჭებიც ჰყავდათ.4. კაცი ვალდებული იყო ხარჭისგან დაბადებული შვილი ეღიარებინა. ეს იყო სავალდებულო. გარდა ამისა, მონა, რომელიც ბავშვს აჩენდა თავისუფლებას იღებდა, სხვა საქმეა ის ამ თავისუფლებას რას უშვებოდა, ისეც ხდებოდა რომ ის თავისი ბატონის ცოლი ხდებოდა, ზოგჯერ კი მას სხვა ადამიანზე გათხოვების უფლებას აძლევდნენ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა. აი, ასეთი "უფლებებით" ცხოვრობდნენ ხარჭები, თუმცა ამის გარდა მათ საკმარისი პასუხისმგებლობაც ჰქონდათ, და თან არც იმდენად სასიამოვნო.694 შეფასება არ არის |