x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ აღარ დაქორწინდა 52 წლის ასაკში დაქვრივებული გივი სიხარულიძე?
image

28 თებერვალს 80 წელი შეუსრულდა — ქართველი მსახიობს, აგრონომს, მწერალს, მოცეკვავეს და სპორტსმენს გივი სიხარულიძეს.


გივი სიხარულიძე 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა.


image


გივი სიხარულიძე არის ავტორი რომანის „იამური“, კიდევ 17 მოთხრობის, ლექსისა და წიგნის. 2005 წელს გივის წიგნს „აწყვეტილი სიცოცხლე — არის + მე“ მიენიჭა მთავარი ქართული ლიტერატურული პრემია „ნიკო ლორთქიფანიძის“ სახელობის.


2013 წელს გივი სიხარულიძემ შექმნა სრულიად ახალი ლიტერატურული ჟანრი, მოგონებებზე დაფუძნებული მოთხრობების კრებული. ამ ჟანრში გამოსცა წიგნები მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლების ლადო ათანელისა და ალეკო ხომერიკის, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ/ბალეტმაისტერ თემურ ბიბილეიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს შოთა ჯაფარიძისა და მსოფლიოში ცნობილი ოპერისა და ბალეტის თეატრების მხატვრის მურაზ მურვანიძის შესახებ.


1980 წლიდან გივის ნაშრომები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში და სხვადასხვა პუბლიკაციებში. მისი მოთხრობები ქართული პროზის ანთოლოგიაში შევიდა. ამ მოთხრობებიდან ბევრი ითარგმნა ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე. მას ასახელებენ ახალი ჟანრის „თბილისური მოთხრობების“ შემქმნელად (მოჩვენება მწერალი).

image

მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები : „ჭიდაობას რა უნდა“, „ტურანდოტი“ და „დაუმთავრებელი პორტრეტი“, თუმცა მსახიობი განსაკუთრებით ცნობადი გახდა ფილმით „უძინართა მზე“ და სერიალით „ცხელი ძაღლი“.

image

გივი სიხარულიძე ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველად 19 წლის ასაკში დაქორწინდა თინა საყვარელიძეზე, თუმცა ოჯახი მალევე დაინგრა:


"ჩემი პირველი ცოლი იყო ანგელოზი და ჩემი სიმამრი მაშინ ჯანდაცვის მინისტრი გახლდათ, უპატიოსნესი კაცი იყო თორემ მისგან ტყვიას ვიმსახურებდი“, - ამბობს სიხარულიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.


შემდეგ იყო მეორე ქორწინება რუსუდან ჯოჯუასთან, რომელიც 30 წელის გაგრძელდა, მისი მეუღლე მძიმე სენს 9 წელი ებრძოდა:


"მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ დავოჯახებულვარ და არც დავოჯახდებოდი არასოდეს, რადგან სიყვარული ხელშეუხებელია. სიყვარული ერთდროულად დამანგრეველიც არის და აღმაშენებელიც. თუ მართლა გიყვარს, ჯერ განგრევს, მაგრამ თუ ამ სიყვარულის გემოს გაიგებ და დატკბები, მაშინ აგაშენებს, როგორც მე ჩემი ცოლის სიყვარულმა და მასთან ერთად ცხოვრებამ ამამაღლა. ამდენი წელია, რუსუდანი ფიზიკურად ჩემ გვერდით აღარ არის, მაგრამ სულიერად ყოველთვის ცოცხალია და ჩემთანაა. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ქმარმა თავის ერთგულ მეუღლეს უნდა გაუკეთოს. ჩემს ცოლს უდიდეს პატივს ვცემდი."

image

"ვღალატობდი თუ არა მეუღლეს?როგორ გეკადრებათ? სულ ვღალატობდი... მე ქალებში მოსიარულე კაცი ვარ, მაგრამ ეს იყო ჩემი ფიზიკური გატაცება. ჩემი გული, სული და გონება ერთადერთ ადამიანს - ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც ყოველ წუთს, ყოველ წამს თვალის დახამხამების გარეშე გავწირავდი თავს. საუბედუროდ, რუსუდანი უკურნებელი სენით დაავადდა. როცა სამკურნალოდ მოსკოვისა და უცხოეთის კლინიკებში დამყავდა, ვნატრობდი, ღმერთო, ოღონდ ამას აჩუქე სიცოცხლე და ჩემი სიცოცხლე წაიღე-მეთქი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გმირი ვარ და რამეს განსაკუთრებულს ვაკეთებდი, უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელმაც იცის, რა არის საყვარელი ადამიანის ერთგულება და თავგანწირვა. ცხრა წელი ვებრძოლეთ ამ სენს და მაინც ვერაფერს გავხდით... ალბათ, ესეც უფლის ნება იყო."

0
369
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0