კულტურა ჰანა უოდინგემი SAG Awards-ზე თავისი ქალიშვილის მიერ დამზადებული მუყაოს საფულეთი მივიდა 28 თებერვალი, 12:24 ბრიტანელი მსახიობი ჰანა უოდინგემი, ლოსანჯელესში გამართულ 2024 წლის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე (SAG Awards) საკუთარი 9 წლის ქალიშვილის მიერ დამზადებული მუყას კლატჩით მივიდა. ამის შესახებ მსახიობი X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჰყვება და ამბობს, რომ მისმა ქალიშვილმა სპეციალურად საღამოს წვეულებისთვის დაუმზადა ჩანთა სახლში არსებული მუყაოს ყუთებისგან, გააფორმა ფერადი დეტალებით და დააწერა სიტყვა "Epic", როგორც ეპიკური საღამოს მიმანიშნებლად. უოდინგემი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ნეტფლიქსის კომედიურ სერიალ "ტედ ლასოს" შემდეგ. ის ნომინირებული იყო ამავე სერიალში ქალი მსახიობის გამორჩეული როლისთვის, სადაც თამაშობს რებეკა უელტონს, საფეხბურთო გუნდის განქორწინებულ მფლობელის როლს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც 49 წლის მსახიობი ქალიშვილთან მჭიდრო ურთიერთობაზე საუბრობს. ჰანა უოდინგემი ქალიშვილთან ერთად | ფოტო: best of hannah waddingham-ის ინსტაგრამიდან2023 წლის მარტში უოდინგემმა გამოცემა "People"-ს უთხრა, რომ მიუხედავად დედობისა და სამუშაო გრაფიკის დაბალანსების სირთულეებისა, დედობა მის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტია. 2023 წლის ოქტომბერში "გლამურთან" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი ურთიერთობა მისი ქალიშვილის მამასთან დასრულდა, როდესაც მისი ქალიშვილი დაახლოებით ორწლინახევრის იყო და რომ ორმოც წლამდე მარტოხელა დედობა არ არის ადვილი. "მე არ ვაპირებ ტყუილს, ეს საკმაოდ დამღლელია. მარტოხელა, მშრომელ დედად ყოფნა, არ უარვყოფ, რთულია. მაგრამ ყოველდღე ვცდილობ ჩემს ქალიშვილს ვაჩვენო, რომ ის ამად ღირს - და ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა" - უთხრა მან გამოცემას. ჰანა უოდინგემი | ფოტო: best of hannah waddingham-ის ინსტაგრამიდანწყარო: businessinsider84 შეფასება არ არის
|