x
image
ნინო ხიმშიაშვილი
გიტარის ფორმის ამერიკული სასახლე

ეს უზარმაზარი სასახლე მდებარეობს ალაბამას შტატში 27 ჰექტარ ფართობზე და მისი ღერებულება 17 მილიონი დოლარია.


სასახლის განსაკუთრებული მახასიათებელი სწორედ მისი სიდიდე და გიტარის ფორმის სავალი ნაწილია. აქვს 15 საძინებელი და 16 სააბაზანო.


image


იგი ასევე გამოირჩევა კომერციული კლასის ლიფტით, 2000 ბოთლიანი ღვინის მარნით და სათამაშო ოთახით.




უკანა მხარეს განთავსებულია ორსაწოლიანი საოჯახო სასტუმრო სახლი, ოფისები და სამუშაო კაბინეტი. მთავარ სახლს 12 მანქანის ავტოფარეხიც ერთვის.


ამ სახლის მფლობელი ადრე იყო ლერი ჰაუსი - MedPartners– ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ეს არის კომპანია, რომელიც პერსონალს ამარაგებს საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში.





imageimage

15 საძინებლიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მოოქროვილი საწოლით, ხალიჩითა და დიდი ჭაღით




დეკადენტური ფოიე, ჭერის ფრესკებით და ბროლის ჭაღები ეს ყველაფერი ევროპული სტილს განსაკუთრებით გაგრძნობინებთ.

imageimageimage





ის აშენებულია ვერსალის სასახლის სტილში. მშენებლობის დასრულებას ოთხი წელი დასჭირდა - ევროპელი ხელოსნები და მხატვრები ალაბამაში გაემგზავრნენ და სახლში დასახლდნენ, რომ შეემუშავებინათ მარმარილო, კირქვა და დეკორატიული თვისებები.


image

image

სათამაშო ოთახი მორთულია სხვა ეპოქის ნახატებით, დიდი ბუხრით და ყავისფერი სკამებით



image

ხალიჩები, ფარდები და ბრჭყვიალა ჭაღები თითქმის ყველა ოთახშია, მათ შორის, ამ ელეგანტურ მისაღებ ოთახში



image

კიდევ ერთი საძინებელი მორთულია არაჩვეულებრივი შპალერით, რომელშზეც გამოსახულია ხეების, ფრინველებისა და ფარშევანგების დელიკატური ნიმუში



image

ბევრი ოთახი ისე გამოიყურება, როგორც სხვა ევროპული სასახლე გასულ ეპოქაში, რაც დიზაინერების დამსახურებაა



image

სამზარეულო დასრულებულია ხის ეფექტით, მაგრამ, როგორც ჩანს, აქვს თანამედროვე კომფორტი, მათ შორის რამდენიმე დიდი ღუმელი




image
აქვს ღვინის ეს უზარმაზარი მარანი, რომლის შევსება ერთგულ კოლექციონერსაც კი გაუჭირდება.


image
ბევრი ოთახი არაჩვეულებრივი ფორმისაა, მათ შორის ეს წრიული აბაზანა, ერთ-ერთია 16 აბაზანიდან, რომელსაც აქვს ორი კარი და დიდი სარკე.

imageმოედნებზე, არის როგორც აუზი ჯაკუზით, ფიტნეს ცენტრი, ასევე არის საცხენოსნო მოედანი - 2 საძოვარითა და ექვს სადგომი ბეღელით.




image











0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0