x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შუა საუკუნეების დროინდელი შვიდი ყოვლად ამაზრზენი ჩვეულება, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ!

image


შუა საუკუნეები ისტორიაში ძალიან ამაზრზენ და საშიშ პერიოდად ითვლება, განსხვავებით 21-ე საუკუნისგან, სადაც ჰიგიენა პირველ ადგილზეა, ხოლო ამ სიტყვებში თავადაც რომ დაგარწმუნოთ გთავაზობთ შუა საუკუნეების დროინდელ შვიდ ყოვლად ამაზრზენ ჩვეულებას, რომელიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ.


1. გასაკვირი არ არის რომ შუა საუკუნეები ბნელ ეპოქად მოინათლა


image


ბნელ საუკუნეებში ბევრი უცნაური რამ ხდებოდა, რომელთა უმეტესობაც მითებითა და ადგილობრივი რწმენით იყო ნაკარნახევი, ხოლო მედიცინა და წამალი კი, რომელიც იმის მაგივრად რომ ავადმყოფს დახმარებოდა მას ან უარესად ხდიდა ან უკეთესს შემთხვევაში ზიანს არ აყენებდა. აბანოები ხომ საერთოდ რაღაც ლეგენდის სფეროდან იყო. შუა საუკუნეებში წყლის პროცედურების არ მიღება თვეებისა და წლების განმავლობაში სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შუა საუკუნეებში როგორც სამეფო ოჯახის, ისევე მაღალი საზოგადოების წევრებისთვის ჰიგიენა მნიშვნელოვანი არ იყო.


image


და ასე არა მხოლოდ მოსახლეობაში ცოდნის ნაკლებობის გამო იყო, არამედ იმიტომ რომ იმ პერიოდის მედიცინას სისუფთავის შესახებ გროტესკული წარმოდგენა ჰქონდა. მედიცინა უბრალოდ საშიშად თვლიდა აბაზანის მიღებას. მათი აზრით, ადამიანს ცხელი აბაზანა არ სჭირდებოდა, რადგან ის ორგანოებს ასუსტებდა, თუ ვინმეს ჭრილობა ჰქონდა, მას წყლით არავინ არ ამუშავებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს შეხორცების პროცესს აფერხებდა.


image


შუა საუკუნის პერიოდის ადამიანი ფიქრობდა რომ კანის დაბანის შემთხვევაში კანი უფრო მყიფე გახდებოდა, რომლის "წყალობითაც" მრავალი სენით დაავადება შეიძლებოდა. შუა საუკუნეებში აბაზანას ზოგჯერ წელიწადში ერთხელ, მაისში იღებდნენ, ვინაიდან ქორწილების უმეტესობა სწორედ ივნისში იმართებოდა. ეკლესია ბანაობას ამაოების ცოდვად მიიჩნევდა და მოსახლეობას აბაზანის მიღებას წელიწადში არაუმეტეს ორჯერ ურჩევდა.



2. შუა საუკუნეების ადამიანები თავიანთი ნარჩენების ქილებსა და თასებში შენახვას საწოლის ქვეშ ამჯობინებდნენ


image


გამომდინარე იქიდან რომ იმ პერიოდში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობდა, ადამიანები მთელს ნარჩენებს ფანჯრიდან ქუჩაში ასხამდნენ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა იქ ქუჩებში ფეხით სიარული.



3. შუა საუკუნეებში გადამუშავების კულტურა არსებობდა



image


მაგრამ ეს სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც დღეს ვხედავთ. სპეციალური ჯგუფები ქუჩებიდან ადამიანთა ნარჩენებს აგროვებდნენ და ადგილობრივ ფერმერებს ჰყიდდნენ. ეს იყო ფულის შოვნის ერთგვარი შესაძლებლობა. რომ აღარაფერი ვთქვათ, ზოგიერთ მღებავსა და ბეწვით მოვაჭრეზე, რომლებიც შარდს დიდი რაოდენობით ინახავდნენ, რომელიც მოგვიანებით ქსოვილისა და ბეწვის გარეცხვის დროს, მათ გასათეთრებლად გამოიყენებოდა.




4. პრობლემის მიუხედავად, კბილის მკურნალობა მხოლოდ მისი ამოღებით სრულდებოდა


image


ეს იმდენად ბუნებრივი იყო, რომ რაც არ უნდა მცირე ყოფილიყო პრობლემა კბილს მაინც იღებდნენ, ვინაიდან სტომატოლოგებს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ. ცუდი ჰიგიენის პირობებში კბილებზე ზრუნვა პრიორიტეტული არ იყო.




5. იმ დროს სამეფო მომვლელის პროფესია ამაზრზენად, თუმცა ძალიან სასურველად კი ითვლებოდა


image


მომვლელი ყოველთვის მეფის გვერდით უნდა ყოფილიყო, შესაბამისად სხვადასხვა პრივილეგიებითაც სარგებლობდა. მომვლელს დეფეკაციის შემდეგ მეფისთვის უკანალი ყოველთვის უნდა მოეწმინდა, ებანავა და ტანსაცმელი გამოეცვალა.



6. სისხლის გამოშვება


image


როგორც ჩანს, იმ დროს სისხლის გამოშვება ყველა პრობლემის მოგვარებად ითვლებოდა. ასე რომ, შუა საუკუნეებში სისხლის გამოშვება ძალიან ხშირი მოვლენა იყო. ტექნიკა კი იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტისთვის სხეულზე ხდებოდა ჭრილობის მიყენება, რაც მისთვის ყველაზე ღირებულის - სისხლის დაკარგვის საშუალებას იძლეოდა. ითვლებოდა, რომ დაავადებასთან ერთად გარეთ ცუდი სისხლი გამოვიდოდა და პაციენტიც გამოჯანმრთელდებოდა.




7. თუ თქვენ ცენტრალურ ლონდონში არისტოკრატებს შორის ცხოვრებასა და ელეგანტური პარიკების ტარებაზე ოცნებობდით მერწმუნეთ ახლა ეს უკვე ნამდვილად აღარ მოგინდებათ


image


პრობლემა პარიკისა და ტანსაცმლის ქვეშ უსიამოვნო სუნის არსებობაში მდგომარეობდა, რომლის შესანიღბადაც არისტოკრატები მარაოს იყენებდნენ. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს დამნიავებლებად სპეციალური მსახურებიც კი ჰყავდათ გამოყოფილი. როგორც წესი, მარაოებს ისინი იყენებდნენ არა მხოლოდ სუნის შესამცირებლად, არამედ უსიამოვნო სუნით მოზიდული მწერების გასაფანტადაც. პარიკები კი იმდენად ამაზრზენი იყო, რომ მათგან ტილები შეიძლება თქვენს სადილის თეფშზეც კი აღმოჩენილიყო. დიდ პარიკებში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ხანდახან თაგვები და სხვა ცხოველებიც კი ბინადრობდნენ.











0
387
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
387