სხვა 16 ტელევარსკვლავი, რომლებიც 2024 წელს დიდ იუბილეს აღნიშნავენ - ჩვენ კი სხვანაირად გვახსოვს 26 თებერვალი, 17:11 ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ „სანტა ბარბარას“ პირველი ეპიზოდი გამოვიდა 40 წლის წინ, ხოლო „სამეფო კარის თამაშების“ პირველი ეპიზოდი – 13 წლის წინ, თუმცა შეგრძნებებით თითქოს ახლა იყო.
ბევრი მსახიობი, რომლებიც ამ და სხვა საკულტო სერიალებში თამაშობდნენ, 2024 წელს აღნიშნავს სოლიდურ იუბილეს. მაგალითად, კორტნი კოქსი სერიალიდან „მეგობრები“ 60 წლის იუბილეს აღნიშნავს, ხოლო ტობიას მორეტი „კომისარი რექსიდან“ 65 წლის ხდება. ჯუდით მაკკონელი, რომელმაც „სანტა ბარბარაში“ სოფია კეპუელის როლი შეასრულა, აპრილში 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ტონო მაურის კარიერაში ხოსე იგნასიო ლოპესის როლი სერიალში „უბრალოდ მარია“ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მსახიობს ივლისში 60 წელი შეუსრულდება. დალტონ ვიგმა პოპულარობა მოიპოვა სერიალის „კლონი“ წყალობით, სადაც ჰადეს ქმარი, საიდი განასახიერა. ივლისში 60 წელი შეუსრულდება. სერიალის „ფატალური მემკვიდრეობა“ ვარსკვლავი პატრისია პილარი იანვარში 60 წლის გახდა. ტიფანი ტისენს ნამდვილი პოპულარობა მოუტანა სერიალმა „ბევერლი–ჰილზმა, 90210“, სადაც ვალერიას როლი შეასრულა. მსახიობმა ცოტა ხნის წინ 50 წლის იუბილე აღნიშნა. 2004–2005 წლებში კაროლ კასტრო ბრწყინავდა სერიალში „ბედთან მებრძოლი“. მას წელს 40 წელი შეუსრულდება. კორტნი კოქსი, რომელიც ბევრს ახსოვს სერიალიდან „მეგობრები“ მონიკა გელერის როლით, ივნისში 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1997 წლიდან 2002 წლამდე კალისტა ფლოკჰარტი ახარებდა მაყურებელს თავისი შესრულებით სერიალში „ელი მაკბილი“. ნოემბერში მსახიობს, ასევე ჰარისონ ფორდის მეუღლეს, 60 წელი შეუსრულდება. კონლეთ ჰილი 2011 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა ვარისის, მსტოვართა უფროსის როლს სერიალში „სამეფო კარის თამაშები“. მალე 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვინ არ დაადგა თვალი სიმპათიურ ტობიას მორეტს, რომელიც თავის ძაღლ რექსთან ერთად იძიებდა დანაშაულებს სერიალში „კომისარი რექსი“. მალე 65 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2006 წლიდან 2013 წლამდე ედ ჰელმსი ბრწყინავდა ენდის როლში საკულტო სერიალში „ოფისი“. იანვარში მსახიობი 50 წლის გახდა. ბევრს ახსოვს ანტონიო ფაგუნდესი, როგორც „ყავის ბარონი“ და მამულის მფლობელი სერიალში „სიყვარულის მიწა“. დღეს უკვე 75 წლის იუბილეს მიჯნაზეა. წლების განმავლობაში ჯენიფერ ენისტონი თამაშობდა სერიალში „მეგობრები“. ამისთვის ემის და ოქროს გლობუსის ჯილდოები მიიღო. მსახიობს ცოტა ხნის წინ 55 წელი შეუსრულდა. „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ჯეისონ მომოა აგვისტოში 45 წლის იუბილეს აღნიშნავს. ტერი ჰატჩერის პერსონაჟი სიუზენ მეიერი პირველად 8 წლის წინ გამოჩნდა სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ და იქ 8 წელი იყო. დეკემბერში მსახიობი 60 წელი შეუსრულდება. 32 წლის ასაკში აილინ დავიდსონი გამოჩნდა სერიალში „სანტა ბარბარა“, სადაც კელი კეპუელის როლი შეასრულა. ამ ზაფხულს 65 წლის იუბილეს აღნიშნავს. 159 შეფასება არ არის |