x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
კატების კუნძული

ასეთი სახელი, გულისამაჩუყებელ ფილმს მოუხდებოდა, რომელში ამ ფუმფულა არსებების ცხოვრების შესახებ იქნებოდა მოთხრობილი. თუმცა, აქ რეალურ კუნძულზეა საუბარი, რომელიც წყნარ ოკეანეში, იაპონიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს – კ. ტაშიროჯიმა ანუ, მეტსახელად – «კატების კუნძულია» და მასზე, კატების გარდა, 100–მდე ადამიანიც ცხოვრობს და ყველა მათგანი, მეთევზეთა პატარა დასახლების მკვიდრია. ხოლო, კატების რაოდენობა, ცნობილი არ არის.


image


კუნძული, მობინადრე კატებისთვის, ისტორიული სამშობლო არ არის. საქმე იმაშია, რომ იქ, ადრე აბრეშუმის ჭიის მოშენების ცენტრი იყო. ხოლო, იმისთვის, რომ ბიზნესი თაგვებისგან და სხვა მავნე მწერებისგან დაეცვათ, კატები შეიყვანეს. მოსახლეობა კი, მათ ზრუნვას არ აკლებდა, აჭმევდნენ და ყველანაირად იცავდნენ. მეთევზეები კი, დღის ბოლოს რაც დარჩებოდათ, მადლიერების ნიშნად, მათ აძლევდნენ.


image


ადგილობრივები თვლიდნენ და დღემდე ასე სჯერათ, რომ კატებს მათთვის იღბალი მოაქვთ და ამიტომ, კატების რაოდენობა არასდროს რეგულირდება. გარდა ამისა, კუნძულზე წესები მოქმედებს, რომლის თანახმად, იქ ძაღლით ჩასვლა, მკაცრად აკრძალულია.


image


2011 წ. მარტში, ტაშიროჯიმაზე ჯერ მიწისძვრა მოხდა, ხოლო შემდეგ კუნძულს ცუნამმა გადაუარა და მისი დაბლობი სრულად დატბორა. მასშტაბური ნგრევის მიუხედავად, ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება მოხერხდა... და ისევ კატების წყალობით. მათ მალე შენიშნეს ამინდის გაუარესება და მოსახლეობამ, კუნძულის შედარებით მაღალ ადგილებზე გადასვლა და მოსალოდნელი ცუნამისგან თავის შეფარება, დროულად შეძლო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფაუნის წარმომადგენელთა სახალისო სურათები – საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* ფასიანი მეხანძრეები და სხვა შოკისმომგვრელი და საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

* ჩვეულებრივი ადამიანები ძველ ეგვიპტეში – 10 საინტერესო ფაქტი მათი ცხოვრებიდან, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0