x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134522
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
"თენგიზ არჩვაძე და მამალი"-ზურაბ ქაფიანიძის მოყოლილი სახალისო ისტორია
image

აი, რა ისტორიას იხსენებს ზურაბ ქაფიანიძე თენგიზ არჩვაძეზე:

“როდესაც თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს, ვერ იტანს როცა ვინმე ლაპარაკობს. ჰოდა, ყოველთვის გასაოცარი სიჩუმეა ხოლმე.

ერთხელაც, რაჭაში ვართ…


ქეიფსა და ერთმანეთის სიყვარულში ალიონიც წამოგვეპარა. თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს და ყველას უხარია – ხესაც, მიწასაც, კავკასიონსაც, ზემოდან რომ დაგვცქერის… ასეთი განწყობა ახლავს თენგიზის სადღეგრძელოს და ამ დროს მამალმა არ დაიყივლა?! თენგიზი გაჩერდა… მამალიც გაჩერდა… თენგიზმა განაგრძო სადღეგრძელო და, ბიჭოს, მამალმა ისევ დაიყივლა. თენგიზი ისევ გაჩერდა,

მაგრამ მესამედაც იგივე რომ განმეორდა, გაგულისებული წამოდგა და ხის ტოტი შეარხია. მამალი ტოტიდან კი აფრინდა, მაგრამ თენგიზს შემოაჯდა მხარზე და ამჯერად ყურთან დაჰყივლა!

იმ მამალს “თენგიზის მამალი” შევარქვით. ვინც რაჭაში იმ დროს თენგიზის ნახვა ვერ მოასწრო, მამლის სანახავად მოდიოდა ხოლმე.”



დღეს, 3 აგვისტოს დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდა ყველასთვის საყვარელ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც საზოგადოებამ “ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიანიჭა.ამის გარდა მცხოვანი მსახიობი არის ქალაქების, რუსთავის და თბილისის საპატიო მოქალაქე.შოთა რუსთაველის და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტი.2022 წელს მიენიჭა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.


მისი მოღაწეობა თეატრში 1954 წლიდან იწყება, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია; 1967-1972 წწ. რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: "მოკვეთილი", "დედა", "ღალატი", "თვალი პატიოსანი", "როცა ქალაქს სძინავს" "მე ვხედავ მზეს", "დღის წესრიგშია ერთი საკითხი", "კვაჭი კვაჭანტირაძე", "30 აგვისტო", "ჯორდანო ბრუნო" და სხვ.


1960 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: თამაზი ("კეთილი ადამიანები", 1961), ზაზა ("ერთი ცის ქვეშ", 1961), გუგუა ("ხევისბერი გოჩა", 1964), "ხევსურული ბალადა" (1965), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია", 1977), დათიკო ("მე ვხედავ მზეს"), ნამორაძე ("შეხვედრა წარსულთან"), ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ბიძინა ("მალე გაზაფხული მოვა")და სხვ.



ასევე იხილეთ:"თითქმის ასი წლის ვარ, სიკვდილის პირას და ვერ ვეღირსე ამ ქვეყნის დალაგებას" - თენგიზ არჩვაძე + ქვიზი

0
914
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
914
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0