x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კირა ანდრონიკაშვილის ტრაგიკული ბედი - ქალი, რომელიც სამშობლოს მოღალატის ცოლის სტატუსით აცხოვრეს
image1960 წლის 24 (25) თებერვალს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა კირა ანდრონიკაშვილი, მსახიობი და სადუბლაჟო ფილმების რეჟისორი, ნატო ვაჩნაძის უმცროსი და.


კირა ანდრონიკაშვილი 1926–1928 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, ხოლო 1929–1931 წლებში სწავლობდა მოსკოვში ი. ზავადსკის თეატრ–სტუდია; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1936 წელს.


1923 წლიდან თავის დასთან, ნატო ვაჩნაძესთან ერთად იღებდნენ ფილმებში. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ელისოს როლმა ფილმში "ელისო"(1928). შესრულებული აქვს როლები: ჯამალა("მიწას სწყურია", 1930, "ვოსტოკფილმი"), სტეფანეს ცოლი("შავ მთებში", 1941), მაგდანა ხელაშვილი("ის კიდევ დაბრუნდება", 1943), ალის დედა("ზვიგენის კბილი", 1959) და სხვ.


image


1950 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" სადუბლაჟო ფილმების რეჟისორად მეორე რეჟისორად მხატვრულ ფილმებზე. 1950–1960 წლებში მისი რეჟისორობით ქართულ ენაზე დუბლირებული იყო 15–მდე უცხოური ფილმი, მათ შორის "ოტელო", "იდიოტი", "წყნარი დონი" და სხვ.


თავის უფროსი დასავით, ისიც უდროოდ დაიღუპა და თან საკმაოდ ტრაგიკულად წარიმართა მისი ცხოვრება


.ქართული მუნჯი კინოს ვარსკვლავს, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია და ტიციან ტაბიძე გადაღებებზე გერმანული წარმომავლობის რუს პოეტს, ბორის პილნიაკს აცნობენ, რომელსაც ცოლად მიყვება



1937 წელს მეუღლეს სტალინისათვის გაგზავნილი პოეტების დასაცავი წერილის გამო ხვრეტენ, თავად უფროს კირა ანდრონიკაშვილს სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში ასახლებენ ასტანაში.


აქედან ტანჯვის წლები იწყება. დაუსრულებელი მოლოდინის, რომელის დასასრულიც მისმა დამ შეძლო და გაათავისუფლა, უკვე სახელოვანმა ნატომ ერთ-ერთ დეკადაზე სტალინს შეჰბედა და უთხრა“ჩემი და ხომ არაფერ შუაშიაო”.


კირა საქართველოში ბრუნდება, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ინახავს თუ როგორი ტანჯვა გამოიარა იქ, იმ ბანაკში.


დაკარგული იყო მისი ბევრი ნივთი. ფილმებს მისი მონაწილეობით თითქმის არ უჩვენებდნენ…


ის იყო ქალი, რომელზეც ნაკლებად ლაპარაკობენ და რომელიც სამშობლოს მოღალატის ცოლის სტატუსით აცხოვრეს.

imageფოტოზე:უფროსი კირა ანდრონიკაშვილი, ნატო ვაჩნაძე და მათი ძმისშვილი - უმცროსი, ასევე შემდგომში ცნობილი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი.




0
232
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0