კონფლიქტები ბათუმში გაიმართა აქცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის 2 წლისთავის აღსანიშნავად 25 თებერვალი, 4:54 ფოტო ბათუმში გამართულ უკრაინის მხარდასაჭერი აქციიდან" არცერთ ჩვენგანს არ აურჩევია ასეთი ცხოვრება. მაგრამ ჩვენ აქ ვართ, დღეს და ახლა და ჩვენს თვალწინ, ჩვენი ხელით იქმნება ჩვენი ქვეყნის ისტორია".ამონარიდი უკრაინელი ფოტოგრაფების კონსტანტინე და ვლადა ლიბეროვების უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 2 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად 24 თებერვალს, ბათუმში, ერას მოედანზე ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა აქცია გამართეს. აქციაზე გამოფენილი იყო უკრაინელი ფოტოგრაფების კონსტანტინე და ვლადა ლიბეროვების ფოტოები "ომამდე და ომის შემდეგ", რომლებიც ასახავს რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინის ქალაქებს და მის მოსახლეობას. უკრაინის მხარდასაჭერი აქცია "ომის 2 წელი" ბათუმში, ერას მოედანზე | 24.02.2024უკრაინის მხარდასაჭერი აქცია "ომის 2 წელი" ბათუმში, ერას მოედანზე | 24.02.2024უკრაინის მხარდასაჭერი აქცია "ომის 2 წელი" ბათუმში, ერას მოედანზე | 24.02.2024აქციაზე ასევე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა და შეგროვდა ტანსაცმელი ომით დაზარალებულთა დასახმარებლად. „ჩვენ უკრაინელები ძალიან მადლობელი ვართ ქართველების, რადგან ვხედავთ ქართველების დახმარებას როგორც, ჰუმანიტარულს, ასევე მორალურს. ჩვენ ორივემ ვიცით ვინ არის ჩვენი მტერი" - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსი სევერინენკომ. ის კიევიდანაა და თითქმის ორი წელია ბათუმში ცხოვრობს.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |