x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ცნობილმა მოკრივემ, ავთანდილ ხურძიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მერაბ დვალიშვილმა მისცა

image
ცნობილმა ქართველმა მოკრივემ-ავთანდილ ხურციძემ გამოაქვეყნა ვიდეო სადაც მის მიმართ წარდგენილ შეთითხნილ ბრალდებებზე ისაუბრა. მოკრივემ, რომელიც იმ დროისათვის დროებითი საჩემპიონო ქამრის დასაცავად უნდა შეხვედროდა მეტოქეს, აეროპორტში დააკავეს და ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა წაუყენეს ბრალად.


ჯგუფის ხელმძღვანელად "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია იქნა დასახელებული, ხოლო ხურციძეს გამოძალვაში დასდეს ბრალი.


სწორედ ამაზე საუბრობს ხურციძე ვიდეოში და ამბობს: "გააკეთეთ გადაცემა და მოიყვანეთ ის ქართველები, რომლებსაც თურმე გამოძალვის მიზნით ვუმტვრევდი ნეკნებს".

ავთანდილ ხურციძე ღიად ამბობს, რომ არაა "რეკეტიორი" და იმის თქმა, რომ დვალიშვილი ფიზიკურად მუშაობდა ხოლო თავად არა, სულაც არაა დანაშაული. "მე სხვანაირად ვშოულობდი ფულს, ჩხუბით ვშოულობდი ფულს (საუბარია რინგზე ბრძოლებში გამომუშავებულ თანხაზე).

ავთანდილ ხურციძის ვიდეო მიმართვაში ყველაზე საინტერესო და მთავარი ერთი რამაა, ცნობილი მოკრივე პირდაპირ ასახელებს შერეული სტილის მებრძოლ მერაბ დვალიშვილს, როგორც მის მიმართ წაყენებული თითქმის ყველა ჩვენების ავტორს.


გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ-ავთანდილ ხურციძე პირდაპირ ადებს ხელს მერაბ დვალიშვილს მის წინააღმდეგ მიცემულ ცრუ ჩვენებებში, რომელთა საფუძველზეც დაუმძიმდა ბრალი ხურციძეს.

0
575
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
575