მსოფლიო როგორ გამოიყურებოდნენ ახალგაზრდობაში მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი პირველი ქალბატონები 23 თებერვალი, 21:13 პირველ ლედად ყოფნა არა მხოლოდ უდიდესი პატივი, არამედ სერიოზული პასუხისმგებლობაცაა, ვინაიდან ისინი საზოგადოების თვალში გავლენიანი მეუღლეების ერთგვარი ანარეკლები არიან. სახელმწიფოს პირველი პირების ზოგიერთი მეორე ნახევარი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს და სახელმწიფოს განვითარებაში საკუთარი, მოკრძალებული წვლილიც შეაქვს. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ მსოფლიოს ყოფილი და მოქმედი პირველი ლედების ახალგაზრდობის დროინდელი ფოტოები. მოდით, ვნახოთ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ქვეყნის პირველი ქალბატონები გახდებოდნენ.მელანია ტრამპი, 53 წლისსანამ შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტის და მსოფლიოს ერთ - ერთი ყველაზე უმდიდრესი ადამიანის დონალდ ტრამპის ცოლი გახდებოდა, წარმოშობით სლოვენიელი მელანია კნაუსი ერთი რიგითი გოგონა იყო, რომელიც ჯერ კიდევ სოციალისტურ იუგოსლავიაში 1970 წლის 26 აპრილს დაიბადა. ადრეულ ასაკში დაწყებული სამოდელო კარიერა გოგონასთვის წარმატებული აღმოჩნდა. 16 წლის მელანია უკვე მილანისა და პარიზის მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში მონაწილეობდა, ჟურნალ "Allure"-თან თანამშრომლობის პარალელურად კი მოდელი ნიუ –იორკში უკვე თავის მომავალ მეუღლეს, დონალდ ტრამპს ხვდებოდა, მოგვიანებით მელანია კნაუსი ქვეყნის პირველი ლედიც გახდა.ოლენა ზელენსკა, 46 წლისოლენა უკრაინის ქალაქ კრივოი - როგის იმავე სკოლაში სწავლობდა, რომელშიც მისი მომავალი ქმარი - ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა წყვილმა ერთმანეთი მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ გაიცნო. ოლენა დიდი ხნის განმავლობაში იუმორისტულ პროექტებზე მეუღლესთან ერთად მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ რაც ცნობილი კომიკოსი და შოუმენი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის რიგით მე-6 პრეზიდენტი გახდა, ოლენაც მეუღლის მსგავსად მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდა.ბრიჯიტ მაკრონი, 70 წლისბრიჯიტისა და ემანუელ მაკრონის გაცნობის ისტორია ალბათ, მთელმა მსოფლიომ უკვე ზეპირად იცის - პედაგოგსა და მის 25 წლით უმცროს მოსწავლეს შორის დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ერთი შეხედვით, ფილმის სცენარს მოგაგონებთ, რომელიც არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ოჯახის შექმნით დასრულდა. 2007 წელს შეყვარებულმა წყვილმა ერთად ყოფნის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად საკუთარი ურთიერთობა ოფიციალურადაც დააკანონა.კარლა ბრუნი, 56 წლისახალგაზრდობაში კარლა ბრუნი მართლაც რომ საოცრად მომხიბვლელი იყო! თუმცა წლებია ის საკუთარი გარეგნობის შენარჩუნებას სრულიად ამაოდ ცდილობს, საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის თაყვანისმცემელთა აზრით, კოსმეტიკური პროცედურებისადმი მისმა გადაჭარბებულმა სიყვარულმა მის გარეგნობაში ბევრი რამ გააფუჭა. იტალო-ფრანგი ფოტომოდელი და მომღერალი, კარლა ბრუნი საფრანგეთის 23-მე პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მესამე ცოლია.მეჰრიბან ალიევა, 59 წლისზოგი მას მონიკა ბელუჩის ადარებს, ზოგი კი მსგავსებას პენელოპა კრუზთან ხედავს. მოხდენილი, პროპორციული აღნაგობის, წარმოუდგენლად ქალური და საოცრად გლამურული მეჰრიბან ალიევა ჰოლივუდის დივას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე პირველ ლედის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეუღლე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ პირველ ქალბატონად ითვლება. მუდამ მოვლილი, ელეგანტური, სახის დახვეწილი ნაკვთებითა და მუქი მბზინვარე თმით ის პრესის ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. მილი მეჯლისის დეპუტატი, აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე და კეთილი ნების ელჩი იუნესკო-ში მეჰრიბან ალიევა 59 წლის გახლავთ.475 1-ს მოსწონს |