x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფიუნესი, დელონი და ბელმონდო - რატომ არ ითამაშა პიერ რიშარმა არცერთ მათგანთანთან ერთად ფილმში?
image

ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, პიერ რიშარს შეუძლია დაიკვეხნოს უზარმაზარი ფილმოგრაფიით. მან ითამაშა ასობით ფილმში და გახდა არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიო ვარსკვლავი. თუმცა, ფრანგული კინოს თაყვანისმცემლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ რიშარი არასდროს გამოჩენილა ეკრანზე სხვა ფრანგ ლეგენდებთან ერთად -მათ შორის თავის თანატოლებთან:ალენ დელონთან, ჟან-პოლ ბელმონდოსთან ან თუნდაც ლუი დე ფიუნსთან ერთად. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.


როდესაც პიერ რიშარი პოპულარული გახდა, (პირველი დიდი წარმატება მოუტანა ფილმმა "მაღალი ქერა მამაკაცი შავ ფეხსაცმელში"1972) ლუი დე ფიუნესი უკვე წარმოუდგენელად ცნობილი ადამიანი იყო.

imageკადრი ფილმიდან "მაღალი ქერა მამაკაცი შავ ფეხსაცმელში"




პიერ რიშარი ოცნებობდა უფროს კოლეგასთან ერთად ეთამაშა, თანახმა იყო თუნდაც მეორეხარისხოვან როლზეც. მოსალოდნელი იყო, რომ ორივე ითამაშებდა ფილმში "ფრთა ან ბარკალი", (ფრანგულად-L'Aile ou la Cuisse 1976)


მაგრამ არ გამოვიდა, საბოლოოდ ფიუნესის პარტნიორი ფილმში ნაკლებად ცნობილი კომიკოსი კოლიში გახდა.

imageკადრი ფილმიდან " ფრთა ან ბარკალი"


შემდეგ კი ფიუნესმა ორჯერ გადატანილი ინფარქტის გამო მნიშვნელოვნად შეამცირა კინოროლები, 1983 წელს კი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ჟან-პოლ ბელმონდო არ იყო ტიპიური იუმორისტი მსახიობი და შესაბამისად, არ გადაიკვეთა მისი გზები პიერ რიშართან. მიუხედავად იმისა, რომ ბელმონდოს ნათამაშევი აქვს რამდენიმე კომედიაში(თან საკმაოდ ეფექტურად) მისი ვარსკვლავური როლები მაინც სხვა ჟანრის ფილმებში იყო.


იგივე შეიძლება ითქვას ალენ დელონზეც. იგი ცნობილი გახდა მელოდრამების, დრამებისა და სათავგადასავლო ფილმების წყალობით. მსუბუქ კომედიებში, რომლებიც პიერ რიშარის სპეციალობა გახდა, მისი კოლეგა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.


მისი მეწყვილე რამდენიმე კომედიაში ჟერარ დეპარდიე გახდა.


imageკადრი ფილმიდან "უიღბლონი"-1981წ.


თუმცა ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ პიერ რიშარმა 2000-იანი წლებიდან წარმატებით ითამაშა ისეთ ფილმებში, რომლებიც კომედიური ხასიათის არ იყვნენ.


შეგახსენებთ, რომ პიერ რიშარმა ნანა ჯორჯაძის ორ ქართულ-ფრანგულ ფილმშიდაც ითამაშა, "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(1996) და "ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა"(2000)


imageკადრი ფილმიდან "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"



image

ასევე დაგაინტერესებთ


მსახიობმა პიერ რიშარმა ბოდიში მოიხადა ჟერარ დეპარდიეს მხარდასაჭერ მიმართვაზე ხელმოწერის გამო. ფრანგმა მსახიობმა პიერ რიშარდმა სექსუალური ძალადობის ყველა მსხვერპლს მსახიობ ჟერარ დეპარდიეს დასაცავად შედგენილ, მიმართვაზე ხელმოწერისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. რიშარის თქმით, ...


სანამ კინომატოგრაფიის ისტორიაში 10 ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგზე გადავალთ, უნდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ეს არ ასახავს ამა თუ იმ ფილმის პოპულარობის რეალურ სურათს, რამდენიმე გარემოების გამო.დავასახელებთ ორ ძირითად მიზეზს, მაგალითად 1950 იან წლებში დედამიწაზე ცხოვრობდა 2, 5 მილიარდი ადამიანი, დღეს კი სამჯერ მეტი ცხოვრობს- 8 მილიარდი, მეორ...


საბჭოთა კავშირში ფილმის პოპულარობის რეიტინგი ითვლებოდა კონოგაქირავებაში გაყიდული ბილეთების რაოდენობით. 20-შავი ტიტა(La tulipe noir, 1970), საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია.ისტორიულ-სათავგადასავლო.1976 წელს ეს ფილმი 47, 8 მლნ.-მა მაყურებელმა ნახა. 19-ლეგენდა დინოზავრზე-, იაპონია 1977, ფანტასტიკა, საშინელება.1979 წელს 48, 7 მლნ. მაყ...


რკინის ფარდის და ცენზურის მიუხედავად ამბიციური საბჭოთა რეჟისორები მზად იყვნენ ფილმებში როლების შესასრულებლად მოეწვიათ უცხოელი მსახიობები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულები იყვნენ საკუთარ სამშობლოში თუ მის საზღვრებს გარეთ ;ამის გარდა იყო ერთობლივი ფილმებიც ზოგისთვის ეს გამოცდილება საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ზოგმა კი ფიასკო განიცადა. ჩვენ...


1909 წლის 1 ივლისს ბაქოში დაიბადა ქართული თეატრის და კინოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი სერგო ზაქარიაძე. იგი იყო ერთ-ერთი უიშვიათესი მსახიობი, რომელიც ერთნაირი წარმატებით ასახიერებდა სრულიად განსხვავებულ სახასიათო როლებს, დღეს მოგითხრობთ სერგო ზაქარიაძის და იტალიის და მსოფლიო კინომატოგრაფიის ...


1960/1970-იანი წლების ბავშვები ინდიელებზე გადაღებულ სათავგადასავლო ფილმებზე გაიზარდნენ, რომელსაც გდრ-ის კინოსტუდია "დეფა" იღებდა, ყველას ახსოვს იუგოსლაველ -გერმანელი მსახიობი, რეჟისორი და ტრიუკის შემსრულებელი, გოიკო მიტიჩი, საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების "მთავარი ინდიელი" და წითელკანიანთა ბელადი:", ჩგინგაჩგ...

0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0