x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პიერ რიშარმა ბოდიში მოიხადა ჟერარ დეპარდიეს მხარდაჭერის გამო
image

მსახიობმა პიერ რიშარმა ბოდიში მოიხადა ჟერარ დეპარდიეს მხარდასაჭერ მიმართვაზე ხელმოწერის გამო.


ფრანგმა მსახიობმა პიერ რიშარდმა სექსუალური ძალადობის ყველა მსხვერპლს მსახიობ ჟერარ დეპარდიეს დასაცავად შედგენილ, მიმართვაზე ხელმოწერისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.


რიშარის თქმით, ის დათანხმდა დეპარდიეს მხარდაჭერას მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის სახელით, რისი უფლებაც ყოველ მოქალაქეს აქვს.



„სამწუხაროდ, ეს ტექსტი არ ასახავს ჩემს მხარდაჭერას სექსუალური ძალადობის ყველა მსხვერპლის მიმართ; ის არ გვაძლევს იმის საშუალებას, გავიგოთ მათი ტკივილის სიღრმე და ტანჯვის გზა, რომლის გავლაც მათ აღიარებამდე მოუწიათ“, - განაცხადა მსახიობმა.


მანამდე ესპანელმა ჟურნალისტმა რუთ ბასამ ფრანგი მსახიობი დეპარდიე 1995 წელს მომხდარ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მას მსახიობმა შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა მისგან ჟურნალ Cinemanía-სთვის ინტერვიუს იღებდა.


ცნობილია, რომ დეპარდიე 13 ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. ამის შემდეგ დეპარდიეს დასაცავად მოდელი კარლა ბლუმი და 48 ფრანგი კულტურის მოღვაწე გამოვიდა.კოლექტიურ მიმართვაში ნათქვამია:


"ჟერარ დეპარდიე, ალბათ, ყველაზე დიდი მსახიობია მსახიობებს შორის. უკანასკნელი "კინოს წმინდა გიგანტი". ჩვენ აღარ შეგვიძლია ჩუმად ვუყუროთ ამ ლინჩს და მის მიმართ მიმართული სიძულვილის ნაკადს“, - ნათქვამია წერილში.


პიერ რიშარი და ჟერარ დეპარდიე რამდენიმე ფილმში იყვნენ პარტნიორები, მათ შორის ისეთი საკულტო კომედიებში, როგორიცაა:"უიღბლონი"(1981), "მამიკოები"(1983) და "გაქცეულები"(1986)

1
389
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
389
  
1 იანვარი, 17:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1