სხვა ბიზნესმენმა, წლების შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილ კლასელს ბინა და მანქანა აჩუქოს საშინაო დავალებაში დახმარების გამო 22 თებერვალი, 13:39 ბიზნესმენმა გადაწყვიტა ყოფილ თანაკლასელს აჩუქოს სახლი და მანქანა სწავლაში დახმარების გამო. ამის შესახებ გოგონამ Reddit-ის ფორუმზე დაწერა. 29 წლის ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს და ბავშვობიდან ყავარჯნებს იყენებს, აღნიშნა, რომ სკოლაში მისი თანატოლები ავადმყოფობის გამო აბუჩად იგდებდნენ. მოგვიანებით რამდენიმე კლასი გაერთიანდა, გოგონას ახალი კლასელები დაემატა და მის მიმართ ბულინგი მხოლოდ გაძლიერდა. თუმცა, ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მის კლასში პოპულარულმა მოსწავლემ მისი დაცვა დაიწყო. „თავიდან დაბნეული ვიყავი, მაგრამ როცა დავინახე, რომ რვეულებს მიტოვებდა, ყველაფერი მივხვდი“, - ამბობს პოსტის ავტორი. გოგონამ ყოველდღე საშინაო დავალებას ასრულენდა კლასელისთვის, ხოლო ის სანაცვლოდ, არ აძლევდა თანატოლებს მისი შეურაცხყოფის უფლებას. ასე გაგრძელდა თითქმის სამი წელი და გოგონას დახმარების წყალობით, მისი თანაკლასელის აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სკოლიდან დამთავრების შემდეგ მათ ერთმანეთი აღარც უნახავთ და არც ეკონტაქტებოდნენ. თუმცა, ათეულზე მეტი წლის შემდეგ, ყოფილი კლასელი გოგონას დაუკავშირდა. მისი თქმით, იგი წარმატებული ბიზნესმენი გახდა და ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. კლასელმა უთხრა, რომ მას ყოველთვის ახსოვდა გოგონა, რადგან თვლის, რომ მისი დახმარების გარეშე კარიერაში წარმატებას ვერ მიაღწევდა. "მან თქვა, რომ სურდა მადლიერება გამოეხატა, რადგან იცის, რამდენად რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ქალებისთვის ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს მომხმარებელი. ყოფილმა კლასელმა გადაწყვიტა გოგონასთვის ახალი სახლი და მანქანა ეყიდა, მაგრამ მან საჩუქრებზე უარი უთხრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალგაზრდა ქალს დაურეკეს მისი ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო ცენტრიდან და აცნობეს, რომ მას გადაუხადეს სამი წლის ფიზიოთერაპიის საფასური. გოგონას ჯერ არ დაიჯერა, მაგრამ მაინც მივიდა დაწესებულებაში. იქ იგი დარწმუნდა, რომ მამაკაცმა ნამდვილად გადაიხადა მისი მკურნალობა. "მე უკვე დავასრულე პირველი ორი სეანსი და ჩემი სხეული ბევრად უკეთესად გრძნობს თავს", - ამბობს პოსტის ავტორი. ახლა ის გეგმავს სხვა საჩუქრების მიღებას ყოფილი თანაკლასელისგან. გოგონა იმედოვნებს, რომ მამაკაცი არც თუ ისე ძვირადღირებულ ვარიანტებს აირჩევს. შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია 109 3-ს მოსწონს
|