x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რატომ ვერიდებით აღიარებას რომ, ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო?" - თამარ ივერი
image

როგორც ცნობილია 15 თებერვალს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.


კოტრიკაძემ ნაადრევად მიატოვა კინოკარიერა, ამის მიზეზი გახდა ნაადრევად, 17 წლის ასაკში ოჯახის შექმნა, გათხოვების შემდეგ იგი ინტერვიუებსაც ფაქტობრივად არ იძლეოდა, მწირ ინფორმაციას მის შესახებ საზოგადოება დედამისის მეშვეობით იგებდა.


ხათუნას გარდაცვალებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოპერის მომღერალი თამარ ივერი:



"მაინტერესებს, ათწლეულებია გვესმის და რატომ ვერიდებით აღიარებას რომ ეს საოცარი გოგო, ხათუნა კოტრიკაძე მისი მოძალადე, მანიაკი ქმრის მსხვერპლი იყო? საზოგადოება ამაზე დუმს და სიმართლეს თვალს არ უსწორებს!


ეს დავით გოგია(სრულებით არ მაინტერესებს მისი არც დიდი მეკარეობა და არაფერი.ჩემთვის ის ერთი არარაობაა! ჯერ ადამიანი უნდა იყო) როგორც სტატიებიდან და ხათუნას ცხოვრებიდან ვხვდებით, ის არის ერთი სულიერად ავადმყოფი, შინაგანად გაბოროტებული, ლუზერი პიროვნება! ეჭვიანი, ცოლზე მოძალადე და მისი მორალური მკვლელი!! დიახ ცოლის მორალური მკვლელი! ასეთებს საზოგადოებამ მისი ადგილი უნდა მიუჩინოს და მისი სახელი დაარქვას და არა მის მატჩებს ეთაყვანოს!! შემირცხვენია მისი კარიერაც და თამაშიც!! ანგელოზივით ცოლს ჟანგბადი გადაუკეტა, დღის სინათლე მოუსპო, ყველას ჩამოაშორა და მხოლოდ ფერმაში ძროხებთან მიუჩინა ადგილი და თან მთელი ცხოვრება აიძულებდა რომ ასეთი ფერმერული ცხოვრების სტილი მისივე სურვილად გაესაღებინა რომ თავად მას სურდა ასეთი ყოფა!! კლასიკური მაზოხისტის სტილი!! საბრალო ქალბატონის პანაშვიდები და დაკრძალვაც კი არ იყო საჯაროდ გამოცხადებული რომ მისთვის პატივი მიგვეგო უკანასკნელ გზაზე! ძროხების წველის გარდა რამდენ რამეს გააკეთებდა ეს უნიჭიერესი ქალბატონი ნებისმიერ სფეროში? პრაქტიკულად გაწირა ქალი მთელი ცხოვრება “იატაქვეშა” ცხოვრებისთვის(ღმერთო მაპატიე, უნებურად, ის ავსტრიელი მანიაკი მახსენდება, წლები სარდაფში რომ ჰყავდა შვილი დამწყვდეული)

image

ასე რომ, ეს ადამიანი, რომელმაც ასე დააჭკნო, მიჩქმალა, კარიერული გზა გადაუკეტა და გააუბედურა ეს ულამაზესი გოგო არის ყოვლად შეუმდგარი მანიაკი-მოძალადე და მისი სურათები, სახელი და ა.შ ყველაფერი…სპორტული დარბაზებიდან და აფიშებიდან ჩამოხსნილ უნდა იქნას და საზოგადოებამ ზურგის შექცევით უნდა აგრძნობინოს ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა ამ ვარსკვლავივით გოგოს და უნიჭიერესი ადამიანის წინაშე!! ფეხბურთის ლეგენდა არა კიდევ “კვახი”! ჯერ ოჯახში იყავი კაცი ცოლის მიმართ და მერე აგორავე ბურთი!!


(ბოდიშს ვიხდი ასეთი მძაფრი ემოციებისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევძლებდი ამ ქალბატონის თავს დატრიალებული უსამართლობის აღწერას)"- წერს ივერი.

0
351
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0