სიახლეები ჩინეთში დაამზადეს ავტომობილი, რომელსაც თავად შეუძლია თოვლის ჩამობერტყვა (ვიდეო) 21 თებერვალი, 13:20
ჩინურმა ავტომწარმოებელმა NIO-მ დანერგა ინოვაციური ფუნქცია, რომელიც ავტომატურად აშორებს თოვლს მანქანის ზედაპირიდან. იგი დაინერგა NIO ET9 ელექტრომობილში.
ინჟინრების თქმით, ფუნქცია მძღოლებს დროისა და ძალისხმევის დაზოგვაში დაეხმარება, რაც მათ გაათავისუფლებს აუცილებლობისაგან, ჩამობერტყონ თოვლი მანქანიდან. თოვლის ავტომატური მოცილება ხორციელდება სპეციალური სენსორების გამოყენებით, რომლებიც განსაზღვარვენ მანქანაზე თოვლის არსებობას. როდესაც სენსორები აღმოაჩენენ თოვლს, სისტემა გააქტიურებს სპეციალურ ჯაგრისებს და ასევე სპეციალური ჰაერის ნაკადის გამოყენებით, ავტომატურად გაფანტავს თოვლის ფენას, თან ავტომობილი ადგილზე იწყებს ქანაობას, ამგვარად თოვლი ავტომობილს ცილდება მძღოლის ჩარევის გარეშე. ეს ფუნქცია რა თქმა უნდა განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთარში, როდესაც მანქანები ხშირად თოვლის სქელი ფენით იფარება . ის დაეხმარება მძღოლებს გამგზავრების წინ დაზოგონ დრო. ავტომწარმოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფუნქცია არა მხოლოდ გაუადვილებს მძღოლებს ცხოვრებას, არამედ გაზრდის უსაფრთხოებას გზებზე. "თქვენი მანქანიდან თოვლის მოცილება გააუმჯობესებს ხილვადობას და თავიდან აიცილებს სიტუაციებს, როდესაც თოვლი შეიძლება ჩამოცურდეს თქვენი მანქანის სახურავიდან და პრობლემები შეუქმნას გზაზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს"-ნათქვამია პრეს რელიზში. 275 2-ს მოსწონს
|