მსოფლიო ნუთუ მართლა 70 არის? - ბრიჯიტ მაკრონმა საცურაო კოსტიუმში ყველა აღაფრთოვანა 21 თებერვალი, 8:29 მხოლოდ ზარმაცი არ განიხილავს საფრანგეთის ახალგაზრდა პრეზიდენტსა და მის 70 წლის უმშვენიერეს მეუღლეს ბრიჯიტ მაკრონს. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ემანუელს ის ჯერ კიდევ სკოლის წლებში თავდავიწყებით შეუყვარდა და მას შემდეგ საყვარელი ქალის გულის მოგებას ყველა საშუალებით ცდილობდა, რაც საბოლოოდ, წარმატებით გამოუვიდა კიდეც.დღესდღეობით, წყვილი ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება, თუმცა საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა როგორც ჩანს ფრანგ პოლიტიკოსს ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად ადარდებს. ბრიჯიტი პრეზიდენტის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და საიმედო საყრდენია.ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა დასასვენებლად მყოფი შეყვარებული წყვილისთვის რამდენიმე კადრის გადაღება მოახერხეს. პრეზიდენტმა საყვარელ მეუღლესთან ერთად სტრესული სამუშაო გარაფიკის შემდეგ ცოტა დასვენება და დიდი ხნის ნანატრი შვებულებით დატკბობა გადაწყვიტა, რაც ქვეყნის წამყვან ტაბლოიდურ გამოცემებს რაღა თქმა უნდა, არ გამოპარვიათ.თუმცა ყველაზე მეტად ინტერნეტმომხმარებლები მაინც ბრიჯიტის სხეულმა აღაფრთოვანა, მართლაც საინტერესოა როგორც ახერხებს საფრანგეთის პირველი ლედი ამ ასაკში ასეთი იდეალური ფორმების შენარჩუნებას.559 შეფასება არ არის |