საზოგადოება ვინ არის ილია თოფურიას რჩეული? - "ვფიქრობდი, ეს იგივე ადამიანია? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... თითქმის ხოცავს ხალხს" 19 თებერვალი, 16:27 ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. მან 18 თებერვალს ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილიას მიმართ ახლა ინტერესი კიდევ უფრო დიდია. მედია აქტიურად წერს მისი ოჯახის, პარტნიორისა და შვილის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა პარტნიორმა, რომელიც კამერების წინ ილიასთან ერთად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ილიამ ჩემპიონობა გაიფორმა. ილიას მეგობარი ქალი ულამაზესი ესპანელი ბიზნესმენი ჯორჯინა ბადელია. ქართველ სპორტსმენს წინა ურთიერთობიდან ვაჟი ჰყავს. ილია თავის შვილთან და ჯორჯინასთან ერთად ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობს. მედიის ინფორმაციით, ჯორჯინა არის განახლებადი ენერგიის კომპანიის, Future & Energy აღმასრულებელი დირექტორი. მას განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. თოფურიასა და ჯორჯინას სიყვარულის ისტორია, როგორც თვითონ ამბობენ, შემთხვევით დაიწყო. მათი თქმით, ერთ-ერთ ვახშამზე შეხვდნენ ერთმანეთს და იმ წამიდანვე გაჩნდა სიყვარული. "ვახშამზე შევხვდი, ვიფიქრე, რა ლამაზი გოგოა. ის ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია, რაც ღმერთმა მარგუნა“, - ამბობს ილია ერთ-ერთ ინტერვიუში. ჯორჯინა UFC-ის მებრძოლის უდიდესი მხარდამჭერია და მის გვერდითაა ყველა სიტუაციაში. "მე არ ვყოფილვარ სპორტის დიდი მოყვარული ან რაიმე მსგავსი. როცა მის ვიდეოებს ვუყურებდი "ინსტაგრამზე", ვფიქრობდი, რომ ეს ვიღაც სხვა არის, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი იყო? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... ის თითქმის ხოცავს ხალხს“, - ამბობს ჯორჯინა. ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე 27 1-ს მოსწონს
|