x
image
თამილა გურაშვილი
ძირძველი აფხაზები ითხოვდნენ, არ მოეგლიჯათ მათი სათაყვანებელი მამული საქართველოსთვის
image
ძირძველმა აფხაზებმა ითხოვეს არ მოეგლიჯათ მათი სათაყვანებელი მამული საქართველოსთვის.
1915 წელს, როდესაც რუსთა ხელმწიფემ განიზრახა, აფხაზეთი ჩამოეშორებინა საქართველოსთვის და შავი ზღვის ოლქისთვის მიკუთვნებინა. აფხაზი თავადები: გიორგი შარვაშიძე, ძიაბშბა, მელიტონ ემხვარი და ინალიფა შეშფოთებულნი ჩამოვიდნენ თბილისში და თხოვნით მიმართეს მეფისნაცვალს არ მოეგლიჯა აფხაზეთი საქართველოსათვის.
როდესაც ბოლშევიკები საქართველოში დამკვიდრდნენ, დაიწყეს ყოველივე ქრისტიანულის დაწვა-განადგურება. ცნობილი ბედიის ტაძარი მე-17 საუკუნემდე სამეგრელოს სამთავროში შედიოდა და პირველი დადიანები სწორედ ბედიანები იყვნენ. ბოლშევიზმის ასეთი ბატონობის დროს, დავით ემხვარმა, მელიტონ ემხვარის შვილმა ბედიის ბარძიმი, რომელიც ამ დროს ილორის ტაძარში ინახებოდა და საფრთხესთან ახლოს იყო, მალულად, თავის ყაბალახში გახვეული ჩამოიტანა თბილისში და საქართველოს მუზეუმის დირექტორს დიმიტრი შევარდნაძეს ჩააბარა.
1946 წელს დავით ემხვარიც იმავე საქმისთვის დაიჭირეს, რისთვისაც ლევან გოთუა, გრიგოლ კოსტავა და სხვები.
სწორედ თბილისშია გადაღებული აფხაზი თავადების ისტორიული ფოტო, რომელიც ადრეც გამოვაქვეყნე და კიდევ ვიმეორებ. ეს მასალა კი ჩემი არქივიდან ამოვიღე." - დალი ქვირია
0
202
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0