საქართველო როგორ იშორებდა სტალინი ჩინოვნიკების ცოლებს 2024, 15 თებერვალი, 13:00 ![]() სტალინის პირველი მსხვერპლი ნადეჟდა კრუპსკაია გახდა.ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლის დროს ნადეჟდას სკანდალი მოუწყო და მას საკმაოდ უხეშად ექცეოდა, ხოლო ლენინის სიკვდილის შემდეგ სტალინი უკვე ღიად შეურაცხყოფდა კრუპსკაიას და დაემუქრა კიდეც, რომ ლენინის ქვრივად სხვას აღიარებდა. საკუთარი ცოლის, ნადეჟდა ალილუიევას თვითმკვლელობას სტალინმა "ღალატი " უწოდა, რომელიც პირადად მის წინააღმდეგ იყო განხორციელებული, ასე რომ ქვრივად დარჩენილმა ბელადმა ამ ასპექტს მიაქცია ყურადღება:ჩინოვნიკები სამშობლოს ემსახურებიან, რად უნდათ მათ ცოლები? ![]() ![]() მოლოტოვის ცოლის კარიერა ყველაზე გავლენიან მამაკაცსაც კი შეშურდებოდა.თავიდან პოლინა მრეწველობის ნარკომის მოადგილე გახლდათ, შემდეგ უზარმაზარი პარფიუმერული კონცერნის ხელმძღვანელი...საბოლოოდ სტალინმა მოლოტოვს ცოლი ყაზახეთის სტეპებში გადაუსახლა, სადაც პოლინა ძლივს გადაურჩა სიკვდილს.სიცოცხლის ბოლო დღემდე პოლინა ჟემჩუჟინას ბრმად სწამდა სტალინის და მიაჩნდა, რომ ბელადმა სამართლიანად დასაჯა... ![]() მიხეილ ფრუნზეს ცოლი სოფია მამაცი ქალი იყო, გულანთებული რევოლუციონერი, თავის ქმართან ერთად იყო წითელი კომანდირი, გამოიარა სამოქალაქო ომი. ფრუნზე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, სტალინმა ისე მოაწყო, რომ ფრუნზეს სიკვდილი ბუნებრივი ყოფილიყო "მძიმე ავადმყოფობის შედეგი, რომლის წინაშეც ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ", ერთი წლის შემდეგ სოფიაც გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში. ![]() სტალინის დროს კრემლის ჩინოვნიკების ცოლები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიუყურებოდნენ..ამიტომაც ტუხაჩევსკის ცოლის, -ულამაზეს ნინი გრინევიჩის დეკოლტემ დააჩქარა მისი დასჯა. ![]() 561 2-ს მოსწონს
|