შოუბიზნესი ბიონსემ სასირცხვო ადგილი ტრუსის ნაცვლად გულის ფორმის სარკით დაიფარა(ფოტო) 14 თებერვალი, 18:27 შოკისმომგვრელი ფოტო მისი ახალი ტრეკის Hold'Em-ის გარეკანისთვის არის განკუთვნილი. ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ ძალიამ თამამი იმიჯი მოირგო.შოკისმომგვრელი ფოტო მისი ახალი სიმღერის, Hold ‘Em-ის გარეკანისთვის არის განკუთვნილი. ინტერნეტში გავრცელებულმა პიკანტურმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 42 წლის პოპ-მომღერალი კამერის წინ გამოჩნდა ფართო შავი კოვბოური ქუდით და მოკლე ღია პიჯაკით. ლამაზმანის შიშველი მკერდი ლითონის ბრებით არის დაფარული. პოპ-დივამ გადაწყვიტა ტრუსი არ ჩაეცვა, სასირცხვო ადგილი კი გულის ფორმის სარკით დაიფარა. აქსესუარი შემსრულებლს თეძოებზე ჯაჭვით აქვს ჩამოკიდებული. ვარსკვლავის თაყვანისმცემლების კომენტარები ორად გაიყო. ზოგს მომღერლის იმიჯი გაბედული მიაჩნია, ზოგმა კი, პირიქით, გადაწყვიტა, რომ გარეკანზე ასე გამოჩენა სრულიად უხამსობა იყო. ყოველ შემთხვევაში, პროვოკაციულმა ფოტომ მომღერლის ახალმა ჰიტზე მიიპყრო ყურადღება და მას სწორედ ეს სჭირდებოდა. ორ დღეში ვიდეომ 2, 5 მილიონი ნახვა დააგროვა, თავად კლიპში ბიონსე არანაკლებ პროვოკაციულად გამოიყურება და ამიტომ სავსებით ლოგიკურია დაგებადოს კითხვა, ვინ და რის გამო შეიძლება უყუროს ამ კლიპს. შეგახსენებთ, ამერიკელი R&B მოღერლის ბიონსეს კარიერა 1990 წელს დაიწყო ქალთა ჯგუფ Destiny's Child-ში, ოთხი სტუდიური წარმატებული ალბომის და სინგლების შემდეგ, ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფი გახდა; 2003 წელს გამოდის მისი სოლო სადებიუტო ალბომი Dangerously in Love, რომელიც აშშ-ში 4 გზის პლატინური გახდა.მას შემდეგ მომღერალმა კიდევ 6 სტუდიური ალბომი გამოსცა, რომელიც მილიონობით ტირაჟით იყიდება მთელს მსოფლიოში. 2018 წელს ჟურნალმა Rolling Stone 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სიმღერა გამოავლინა, რომლის სათავეშიც ბიონსესა და Jay Z-ის ცნობილი ჰიტი “Crazy in Love“ მოექცა. ასევე ბიონსეს, "გრემის" ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტი გახდა. ამ დროისთვის ამერიკელ პოპ დივას 32 "გრემის" ჯილდო აქვს მოპოვებული. 868 3-ს მოსწონს
|