x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
რუანდის საქორწინო ტრადიციები: პირველი საქორწინო ღამის გზამკვლევი

image


რუანდა - ლამაზი აფრიკული ქვეყანა გახლავთ მდიდარი კულტურული ტრადიციებითა და წეს- ჩვეულებებით. პირველი საქორწინო ღამე - განსაკუთრებული მომენტია რუანდაში ახალდაქორწინებულთათვის, რომელიც გაჟღენთილია უჩვეული ტრადიციებითა და სხავადასხვა სახის რიტუალებით, რომლებიც წლებია თაობიდან თაობას გადაეცემა. სწორედ ამ სტატიაში გაიგებთ აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნის პირველი საქორწინო ღამის ჩვეულებების შესახებ, რაც რუანდულ ქორწილებს ასე განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის.


image


რუანდაში ქორწილის ღამე ტრადიციული ცერემონიით იწყება, რომელსაც "კუბანდვა" ეწოდება. ეს ცერემონია ნეფე - პატარძლის ბალახის, წყლისა და რძის ნაზავით განბანვას გულისხმობს, რაც ერთგვრი გაწმენდისა და უიღბლობის ჩამორეცხვის სიმბოლოდ ითვლება, რის შემდეგაც უკვე ნეფე - პატარძალს ტრადიციული საქორწინო სამოსით მოსავენ, კერძოდ, პატარძალს მკვეთრი ფერის მოსახვევს ახვევენ, საქმრო კი - ტრადიციულ ტუნიკაში ეწყობა.


image


ამის შემდეგ წყვილი უკვე საქმროს სახლში მიჰყავთ, სადაც პატარძალს თავის ახალ ოჯახს აცნობენ და მას საწოლამდე აცილებენ, სადაც გოგონას ცხვრის ან თხის ტყავისგან შეკერილ საბანში ახვევნ. ეს საბანი პატარძლის, როგორც მეუღლის ახალ სტატუსსა და მის ქალწულობიდან ქალურობაში გადასვლას განასახიერებს. როგორც კი პატარძალი ლოგინში კომფორტულად თავსდება, მასთან ოთახში ხელდამშვენებული საქმრო შედის, რომელსაც მისთვის ძღვენის სახით სამკაულები, ფული და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მიაქვს.


image


მეორე დილით პატარძალს ისევ თავის ოჯახში აბრუნებენ, სადაც მას ხელგაშლილი ახობლები ეგებებიან და მისი ახალი ოჯახის სახელით საჩუქრებს ჩუქნიან. ეს ის დროა, როდესაც პატარძალი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად თავის ახლ სტატუსს აღნიშნავს.


image


ამრიგად, პირველი საქორწინო ღამე რუანდაში განსაკუთრებული მომენტია, რომელიც უჩვეულო ტრადიციებითა და ჩვეულებებით არის გაჟღენთილი. ეს ღამე, "კუბანდვას" ცერემონიიდან დაწყებული საჩუქრების ჩუქებით დასრულებული - სიყვარულის საოცარი დღესასწაულისა და ერთობლივი ცხოვრების ბედნიერი დასაწყისის საწინდარია.









0
1607
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1607