სხვა აშშ-ში მამამ მცირეწლოვან შვილზე სასამართლო პროცესი წააგო და ახლა შვილს სქესის შეცვლაში ვეღარ უშლის ხელს 13 თებერვალი, 18:42
ბავშვის დედა და ექიმი, რომელებმაც 9 წლის ასაკიდან სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიცემის რეკომენდაცია გასცეს, დაჟინებით მოითხოვენ ბიჭის გოგოდ გადაქცევას.
ნიუ-იორკელი დენის ჰანონი შვიდი წელია უჩივის ყოფილ მეუღლეს მათი შვილის "სქესის ცალმხრივი ტრანსფორმაციის" გამო. ამერიკელმა შეამჩნია, რომ რაღაც არასწორი იყო, როდესაც მან ნახა ცნობა სკოლიდან, სადაც მის ვაჟს, სახელად მეთიუს, რუბი როუზი ერქვა. გაირკვა, რომ ბავშვის დედამ, გატაცებული იმით, რომ ბიჭი გოგოდ გარდაექმნა, გენდერულ თერაპევტთან მიიყვანა. თერაპევტმა ურჩია 9 წლის ასაკიდან, დაეწყო ბავშვისთვის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიცემა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, გოგონას ქირურგიულად ჩამოაშორებდნენ ყველაფერი, რაც მის "საძულველ სქესს" გაახსენებდა. ერთადერთი ხელჩასაჭიდი არის ის, რომ მეთიუ საკუთარ თავს ბიჭად ასახელებს და საკმაოდ ბედნიერია ამით. მამამისის, დენის ჰანონის თქმით, სქესის შეცვლას დაჟინებით მოითხოვდა ბავშვის დედა, რომელიც, როგორც გაირკვა, სამი წლის ასაკიდან აცმევდა შვილს გოგონას ტანსაცმელს - ეს ამბავი განქორწინებიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო. ბავშვის გადასარჩენად მამაკაცმა სარჩელი შეიტანა. დენისმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ გრძელვადიანი სასამართლო პროცესი მას $150, 000 დაუჯდა. და მიუხედავად იმისა, რომ მას არ დაკარგავს მეურვეობა შვილზე, სამაგიეროდ არ აქვს უფლება მის ბიჭთან დაკავშირებით ჩაერიოს ექიმების გადაწყვეტილებებში. უფრო მეტიც, სასამართლომ მას უფლება მისცა, ბავშვი კვირაში მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე საათით ენახა. ასევე, მამაკაცს ახლა არ აქვს შესაძლებლობა შეიტანოს საჩივარი სრული მეურვეობის აღდგენის თაობაზე. სამწუხაროდ, სხვა შტატებისგან განსხვავებით, ნიუ-იორკი ტრანსგენდერ არასრულწლოვანთათვის გენდერულ-საორიენტაციო ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. უფრო მეტიც, ქალაქი იღებს სხვა შტატებიდანაც ჩამოსულებს, სადაც ეს სერვისები აკრძალულია. და როდესაც 2020 წელს მეთიუ ბუფალოში გენდერულ ფსიქოლოგთან ჩაწერეს მიღებაზე და მამამისი იძულებული იყო ბავშვი იქ ეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვისთვის არასოდეს დაუსვამთ გენდერული დისფორიის დიაგნოზი. ბავშვი ამ კონსულტაციებზე (სხვათაშორის ფასიან)კვირაში ერთხელ, 1, 5 წელი დადიოდა. მამა ამბობდა, რომ თუ შვილს იქ აღარ წაიყვანდა, თერაპევტი იტყოდა, რომ მშობელი ერეოდა მკურნალობაში და სასამართლო მას მეურვეობას ჩამოართმევდა. და ასეც მოხდა. როდესაც დენისმა უარი თქვა ბავშვის გენდერულ თერაპევტთან მიყვანაზე, მან შეიტანა საჩივარი და სასამართლომ მშობელს ჩამოერთვა უფლება მიეღო სამედიცინო გადაწყვეტილებები შვილთან დაკავშირებით. და უკვე ბევრჯერ მოხდა, რომ პროპაგანდას აყვნენ ბავშვები და გენდერული ცვლა გააკეთეს, თუმცა მოგვიანებით ინანეს. დენის ჰანონი სთავაზობს დაელოდონ და მისცენ შვილს დრო, რომ თავად გადაწყვიტოს, მაგრამ ვინ უსმენს ახლა მას... 243 6-ს მოსწონს
|