x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ტოპ 5 ძალზე კონტროვერსიული (საკამათო) ფილმი

ფილმებს, რა თქმა უნდა, იმისათვის ვუყურებთ, რომ დროებით ჩვენი ფიქრებიდან ყურადღება გადავიტანოთ ან ოჯახთან ერთად, მათი ყურებისას, სასიამოვნო დრო გავატაროთ ან თუნდაც, მარტო ვუყუროთ ისეთ ფილმს, რომელიც უამრავ შეკითხვას, როგორც გაგვიჩენს, ისე მათზე პასუხს გაგვცემს.


თუმცა, არსებობს ისეთი კატეგორიის ფილმებიც, რომლებიც მხოლოდ კითხვებს აჩენენ და მათზე პასუხის გაცემას, თავად ჩვენვე მოგვანდობენ. ასეთი ფილმები, რომ ძალზე დამაინტრიგებელია, ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმებით. სწორედ, ასეთი ტოპ 5 ძალზე კონტროვერსიული (საკამათო) ფილმების სია, მსურს, რომ დღეს შემოგთავაზოთ.


1) სალტბურნი (2023)


"სალტბურნი'', ალბათ, ერთ-ერთი, ყველაზე კონტროვერსიული ფილმია, რაც კი ამ ბოლო პერიოდში მინახავს. "შეჭამე და გაანადგურე მდიდრები'' - ფილმის მთავარი მესიჯია, თუმცა, ფილმის, მთავარი პერსონაჟი ოლი (ოლივერ ქვიკი ანუ "სწრაფი'') ძალზე კონტროვერსიულ ემოციებს იწვევს მაყურებლებში. მისი გონიერება და გამჭრიახობა, ჩვენში აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა, მეორე მხრივ, იგი ძალზე არასასიამოვნო პერსონაჟად გვევლინება, რომელსაც სინამდვილეში რა სურს, ფილმის ბოლოს, თავად, გაგანდობთ.


imageimage

2) იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი (2020)


"იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი'', ემირალდ ფენელის, კიდევ, ერთ ძალზე კონტროვერსიულ ფილმს წარმოადგენს. ფილმი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა, სიმართლის ძალა, თუმცა, ამავდროულად, გვაჩვენებს იმასაც, რომ საზოგადოების სტანდარტებით ყველა ახალგაზრდა ქალი ბედნიერი და იმედისმომცემი უნდა იყოს.. მაგრამ რა მოხდება თუ ეს ასე არაა? თუ ტრავმირებული ახალგაზრდობა ტვინში ღრმად ჩაგრჩება ადამიანს? თუ შურისძიების წყურვილი არ მოგასვენებს? ოდესმე, დაგისვამთ ეს შეკითხვა საკუთარი თავისათვის? თუ არა, მაშინ, ამ ფილმის ყურების შემდეგ, მინიმუმ, ამ კითხვის დასმის სურვილი, მაინც, გაგიჩნდებათ..

imageimage


3. ბონი და კლაიდი (1967)


ალბათ, ყველას გვიყვარს სასიყვარულო ისტორიების მოსმენა და ფილმებშიც მათი ყურება. თუმცა "ბონი და კლაიდი''-ს შემთხვევაში საქმე გვაქვს კრიმინალებთან, რომელთა ბედიც თავიდანვე განწირულია. გავკიცხოთ თუ არა ეს კრიმინალები ეს, თავად, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, 60-იანი წლების ამერიკისათვისაც კი მსგავსი კონტროვერსიული ტიპის ფილმის გადაღებაც კი ძალზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა.

imageimage

4. კრავთა დუმილი (1991)


"კრავთა დუმილი'', რომ საყოველთაოდაა ყველაზე ცნობილ კონტროვერსიულ ფილმადაა აღიარებული ამას, ალბათ, ჩემი კომენტირება არც კი სჭირდება. მისი შინაარსი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ბოროტმოქმედი, რომელიც ტრავმირებულ, ახალგზრდა, დეტექტივს ეხმარება სხვა ბოროტმოქმედის დაჭერაში და ამასთანავე, შანსებს არ უშვებს ხელიდან, რომ თავადაც თავი დაიძვრინოს - დღემდე, უამრავ განსხვავებულ შედეხულებას იწვევს საზოგადოებაში.

imageimage

5. სტოკერი (2013)


ეუნტორთ მილერისა და პარკ ჩან-ვუკის "სტოკერი'' ერთ-ერთი ყველაზე, უჩვეულო, კონტროვერსიული, საინტერესო და ცოტათი შემზარავი ფილმია, რასაც კი ცხოვრებაში ნახავთ. ჩემი აზრით, ფილმში იდეალურადაა შესწავლილი ის თუ, როგორ მოსწონთ ერთმანეთი ერთი ფსიქოტიპის ადამიანებს, თუმცა ამავდროულად, როგორ განსხვავებულ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი.

image

image

0
93
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0