საზოგადოება გელა ზედელაშვილი: "ილჰამ ალიევი საგონებელშია!" 12 თებერვალი, 16:27 "ისაგონებელში კი არა, უფრო მეტში რო არ არი, მიკვირს, ეგეთი სანერვიულო მაგას ყარაბახის ომის დროსაც არ ჰქონია. ახლა არ მითხრათ, არაო, ეგრე არ არიო. საქართველოს პღეზიდანი არჩევნებში გამარჯვებას რო არ მოგილოცავს, ორი აგური ხელში უნდა გეჭიროს და მესამეს კიდე ეძებდე.
დიახ, უნდა ეძებდე და ეძებს კიდევაც, ეგა ფოტოზეც აშკარად ეტყობა, ვერ არი ხასიათზე.
ერთ-ერთ ქართულენოვან არხზე სიუჟეტიც მოამზადეს და ბოლოს დასკვნაც გამაიტანეს, მადამ პღეზიდანმა ილჰამ ალიევს ხელახლა გაპრეზიდენტება “ქართული ოცნების'' ჯინაზე არ მიულოცა და კიდე იმიტომ არ მიულოცა, რომ შარშან თბილისში ჩამოსული მადამ პღეზიდანს არ შეხვდა, აშკარად დააიგნორაო.
ხედავთ?
რა უნდა ქნას ახლა ალიევმა, დაელოდოს ამის მეორედ გაპღეზიდანებას და მაგანაც არ მიულოცოს?
არა, მაშინ ალიევი იმასაც უნდა დაელოდოს, როგორ გავა სახედარი ლეღვის ტოტზე და როგორ შეასრულებს არიას რომელიმე საოპერო სპექტაკლიდან.
დიახ! სალომე ბაბო მეორედ მაშინ გაპღეზიდანდება, როცა ეგ სასწაული მოხდება.
მე თუ ჩამეძიებით... იცით, ილჰამ ალიევი მაინც მეცოდება - რავი, ამხელა ფილარმონია პღეზიდანი რო არ მოგილოცავს, მაინც მტკივნეულია.
ნწუ, ნწუ, ნწუ... რა უნდა ქნას ახლა, რა ეშველება?
ისე, ილჰამს მაინც აქვს სანუგეშო დეტალები... მაგან, კაცო, თავის “ფეისბუკგვერდზე'' არც ვაჟა აზარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა, არც სოსო ჯაჭვლიანის ოჯახს, ნეტავ რა გიკვირთ? ეგ არი! ჯორი გინდა ღობის იქით დააბი, გინდა - ღობის აქეთ, მაინც ჯორია!
' - გელა ზედელაშვილი 267 შეფასება არ არის
|