x
image
თამილა გურაშვილი
მორგოშია: "მწერენ... ღარიბამ 10 მილიონის ნაცვალად, 100 მილიონი დოლარი მოიპარა და კორუმპირებული იყოო…"
"image
პირადი საუბრები არასდროს გამისაჯაროვებია და არც მომავალში ვაპირებ! მაგრამ ერთი კითხვა არ მასვენებს, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ პოსტში დავწერე, რომ მიუხედავად იმისა, ვიცი ღარიბაშვილს 100% არ ვევასებით, ფაქტი მაინც ისაა, რომ კალაძესთან ერთად ბიძინაზე მეტი რეიტინგი ჰქონდათქო! და “ოცნების ტიპები”(უკვე ერთი და ორი არა, ბევრი!!!) მწერენ და მითვლიან, ღარიბამ 10 მილიონის ნაცვალად, 100 მილიონი დოლარი მოიპარა და კორუმპირებული იყოო…
თანაც ამას “ქართული ოცნების” სხვადასხვა ფლანგიდან მიყვება ის ხალხი, ვინც წესით რეალობა იცის. ანუ ყველას რომ ერთი პირი აქვს, უკვე ეგ პრობლემაა, რადგან მე ვერაფრით დავამტკიცებ ეგ მართალია თუ ტყუილი, მაგრამ “ოცნების” ახლო გარემოცვას და სპეც. სამსახურებს, რომ ეგ ინფორმაცია გააჩნიათ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეგ 100% - ით ასეა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ჩნდება კითხვა: ანუ, ეს 10 მილიონ დოლარიანი ლიმიტი ვინ დააწესა? და თუ "პახოდუ" 100 მილიონი დოლარი მოიპარა ღარიბაშვილმა, თავჯდომარედ რატომ დატოვეთ? ან რატომ არ დაიჭირეთ? ან ამდენი რატომ მოაპარინეთ?თუ იტყუებით, ჩათლახები ხართ, ხოლო თუ ეგ ინფორმაცია სიმართლეა და ყველამ იცით, მაშინ ღარიბაშვილი თავის დანაშაულებზეა დასაჭერი და თქვენც მისაყოლებლები ხართ, როგორც თანამონაწილეები! თან ბიძინამ და კობახიძემ "გაუიასნესო, ანუ რა "გაუიასნეს"?! რომ ფული მოიპარე და ამიტომ გაქვეითებთ, ჩუმად იყავი და ჩვენც თვალს დავხუჭავთ, რომ ქართველი ხალხის ფული შეჭამეო?!
პ.ს. მაგრამ ზოგს ისეთი გაბრაზებაც გეტყობოდათ, რომ შეგშურდათ ) იმან თუ ამდენი მოიპარა, მე რატომ ვერ “ვიჩალიჩეო”. მე ეს ყველაფერი მჯერა თუ არა, ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეგ კაცი არსად წასვლას არ აპირებდა და რაღაცნაირად უცებ ბიძინა მოვიდა, კორუფციის საფრთხეებიაო და საფრთხე თურმე ლოგიკურად ღარიბაშვილი ყოფილა!
არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ 100% ვიცი, დღეს იქნება თუ ხვალ, ყველაფერი გაირკვევა.მაგრამ ყველაზე გულის ამრევები იცით, რომელი “ოცნების” სექტანტები ხართ?! აი, ამდენი ხანი, ღარიბას რომ იფიცებოდით, ახლა კი ყველას გაქვთ ეს ჭორები მოსმენილი და გასუსულები რომ ხართ, არიქა, სამსახური არ დავკარგო და ვითომ მერე რა მოხდა, როტაციაა და ამით პარტია გაძლიერდაო!!!
მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები, ღარიბაშვილის #1 პრობლემა იყო ის, რომ მან ბიძინას გაასწრო რეიტინგში. #2 ის, რომ ევროპელებს კოჭი გაუგორა “ოცნებამ”.და კორუფცია თუ იყო, ესეც “ოცნებამ” და ბიძინამ დაუშვა იმიტომ, რომ ამ ყველაფრით დაეკომპრომატებინათ.
რაც შეეხება კალაძეს, მას ბიძინა ვერ შეეხება იმიტომ, რომ ის არაა ბიძინას შექმნილი პერსონაჟი და არც დაუთმობს არაფერს. პირიქით, კალაძეს რომ დასჭირდეს, ისე დააზიანებს “ოცნებას” და ბიძინას "ვლასტს", რომ ვერც სუსი უშველით და ვერც ფული." - წერს კონსტანტინე მორგოშია
0
79
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0