x
image
თამილა გურაშვილი
რა უთხრა ცნობილმა აკადემიკოსმა რუსეთის პატრიარქს მოსკოვში?
image
ცნობილი ქართველი აკადემიკოსი, პოლიგლოტი ოთარ ონიაშვილი მოსკოვში, ერთ-ერთ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი, ალექსი პირველიც ესწრებოდა.
მოხუცი პატრიარქი საზეიმო საეკლესიო სამოსში იყო გამოწყობილი. ზემოდან კი ძვირფასი ფარჩისგან შეკერილი მოსასხამი ეცვა, რომელიც აღმოსავლურად იყო ამოქარგული აბრეშუმის ძაფით. შესვენების დროს ონიაშვილი პატრიარქს მიუახლოვდა და მოკრძალებულად უთხრა:
– თქვენო უწმიდესობავ, მაპატიეთ კადნიერებისთვის, მაგრამ იქნებ მითხრათ, რა დანიშნულება აქვს თქვენს მოსასხამს და სადაური წარმომავლობისაა?
ალექსი პირველმა გაოცებით შეხედა „უვიცს“ და განუმარტა:
– ამ მოსასხამს საზეიმო დანიშნულება აქვს. ფარჩისაა და დამზადებული და მოქარგულია სირიაში. ამ ქვეყანაში, როგორც ცნობილია, მსოფლიოში საუკეთესო ფარჩას ამზადებენ. მოსკოვის საპატრიარქო კი უკვე ოთხასი წელია, რაც იქ უკვეთავს ქსოვილსო.
ონიაშვილმა თვინიერად მოისმინა მოსკოვის მოხუცი პატრიარქის განმარტება და კიდევ უფრო მოკრძალებულად ჰკითხა:
– თქვენო უწმიდესობავ, მთელი ამ ოთხასი წლის განმავლობაში ასეთ ქსოვილს იღებთ სირიიდან?
– დიახ, – მიუგო პატრიარქმა.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ თუ იცით, რა გაწერიათ ზურგზე მოსხმულ მოსასხამზე?
– არაფერი. ეს მხოლოდ ნაქარგია.
ონიაშვილს გაეღიმა და ალექსი პირველს უთხრა:
– მაგ სირიულ ნაქარგში გამოყვანილია არაბული ასოებით ციტატა, რომელიც ასე იკითხება: „ალაჰია ჭეშმარიტი ღმერთი და მისი წინასწარმეტყველი კი მუჰამედი“...
ალექსი პირველი ისე გაოგნდა, რომ უმალვე დატოვა სამეცნიერო კონფერენცია. მას მერე რუსეთის პატრიარქთა სირიულ ფარჩისგან შეკერილ მოსასხამს ნაქარგი აღარ აქვს, რომელსაც რუსეთის სულიერი ლიდერები ოთხასი წელი ატარებდნენ.
0
526
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0