x
image
Yoona
Mediator image
ქათმის ბულიონი – ყველა დაავადების პანაცეა: როგორ მოვამზადოთ სწორად?
ქათმის ბულიონი ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი კერძია, რომელსაც ხშირად ბევრი დაავადების სამკურნალო საშუალებადაც იყენებენ. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ქათმის ბულიონი სწორად უნდა მოამზადოთ.



მაშინაც კი, თუ ქათმის ბულიონს მოამზადებთ ნიუანსებში ჩაღრმავების გარეშე, უდავოდ, სასარგებლო გამოვა. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მომზადების რამდენიმე წესის შესახებ უნდა იცოდეთ.



image



პირველ რიგში, სასურველია სახლის ქათამი იყოს. ვიტამინებით, ჰორმონებით და სინთეზური კვებით სავსე ქათამი მაღაზიიდან სამკურნალო ბულიონის შესაქმნელად შეუფერებელია.




გამოშიგნული და გასუფთავებული ქათამი მთლიანად ქვაბში ჩადეთ და ცივი წყალი დაასხით. საშუალო ცეცხლზე მოათავსეთ და წყლის ადუღებას დაელოდეთ. ამის შემდეგ ზედაპირიდან ქაფი მოხადეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ბულიონს სხვა ინგრედიენტები დაუმატოთ.



image



ესაა ორი დაჭრილი სტაფილო, რამდენიმე პატარა ხახვი, ნიახური, ოხრახუში და კამა. სანელებლები არ დაგავიწყდეთ. 3–4 მარცვალი შავი წიწაკა, რამდენიმე ფოთოლი დაფნა ბულიონის გემოს უფრო გამოკვეთს. გემოვნებით მარილის დამატება არ დაგავიწყდეთ! შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ქათამი 3 საათი ხარშეთ.



image



მზა ბულიონიდან ამოიღეთ ქათამი და ყველაფერი, რაც ცურავს, მათ შორის სანელებლები. ამის გაკეთება მარტივია სითხის გადაწურვით 2 განსხვავებული და სუფთა მასალის მეშვეობით. ქათმის ბულიონი მზად არის. ქათამი დაანაწევრეთ და სუფრაზე ცალკე გაიტანეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი

2. ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

3. როგორ მოვამზადოთ ნამდვილი კეტჩუპი სახლის პირობებში

4. 5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე

5. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
507
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
507