ქანდაკება "იწონებს გოიმი ქალაქის საბჭო... ქლესებისგან შედგენილი... ხალხს კი არ მოსწონს" - იუნა შაფათავა 11 თებერვალი, 14:19 "ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ, სოლიდარული ვარ ყველა არტისტთან, მაგრამ
ერთს ვიტყვი: სანამ ჰოლივუდი ცოცხალ ლეგენდებს ვარსკვლავებს უხსნის, დამსახურებით; სანამ შაკირას კოლუმბიაში ძეგლს უძღვნიან, ნახევრადშიშველს, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ნიჭისა და სილამაზისთვის; სანამ ნიუ-იორკში raging bullის წინ პატარა გოგოს ქანდაკებას დგამენ დროებით- როგორც ფემინიზმის გამოწვევა პატრიარქატს, იმ პერიოდში, საქართველო
შებოჭილ, ხელფეხშეკრულ, კოპშეკრულ, დარდისგან გასიებულ, ენაჩაგდებულ, თმაგაწეწილ, სევდიანი ქალის ტლანქ ქანდაკებას დგავს, ვის, რას, რა იდეით- არავინ იცის.
აღწერაში წერია- მედეას სტერეოტიპზე შესრულებული, ანტიკური ხანა, თმებით ფესვებად იქცევა,
ქალობის, ინტელექტის, იდეის ნატამალის გარეშე, თუთის ჭია, печаль в коконе-
ასეთი იყო მ ე დ ე ა?? ქალი ცეცხლი, დედა ვეფხვი, ლომი ქალი, ქალი ბობოქრობა!!!
მაგრამ
ასეთად ხედავს კულტურის შერწყმას ქართველი კაცი მოქანდაკე და იწონებს გოიმი ქალაქის საბჭო. ქლესებისგან შედგენილი.
ხალხს კი არ მოსწონს.
და მეც არ მომწონს.
თბილისში ცხოვრებისას, ყოველდღე მიწევდა იმ ადგილის გავლა, წრეზე.
ამ ტუფის ნეხვის კონას რომ
არ უყუროს ხალხმა, სხვა ვერავინ იყო გამოსაძერწი?? დაგედგათ სადმე არა ცენტრალურ ადგილას, თუ მაინცდამაინც უნდა იდგეს სადღაც, იმდენი ნიჭიერი ადამიანია, დაუდგით ძეგლი ქალს!!
გალაქტიონის მერის, ელენე დარიანს, მედეა ჯაფარიძეს- ქალებს, სილამაზეს, ნიჭს!!! პირველ ქალ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროპაში გზა გაუხსნა და სირ ქართველ
ჭღრ პღრ ‘პოლიტიკოსებთან’ შეუპოვრად ლიდერია, ძლიერი ქალის სიმბოლოა იმ
ერთუჯრედიან საჭუ*უეთში!!!
აბა სად არის ამ
ტუფის გროვაში ‘ქალი’??
რა თმა, რა ფესვი, რა ვაზი? თვით გლოვა, დარდი და კაეშანია!
ნუთუ ნიჭი ამდენად მოკვდა საქართველოში?
არ მინდოდა ხმის ამოღება, ძალიან გოიმობაა სოფლის ორღობეში გარჩეული
ამბები ეს ფეისბუქი, მაგრამ
უნდა ვთქვა, ვალდებული ვარ და ვამბობ!
ფოტოზე მე რაც მიყვარს, ის სკულპტურაა.
პროზერპინას გაუპატიურება, ბერნინი, 1621 წელი. მარმარილო. პროზერპინას ცრემლებიც ჩანს მარმარილოში და დუნდულებზე თითებისგან ჩაღრმავებები.
კაცი მარმარილოს პლასტილინივით ამუშავებდა.
ეს არის ხელოვნება.
ვინც არ იცით და ტუფის აგურს აქებთ, ინტერნეტში დაგუგლეთ მაინც: the most famous sculptures in the world და მერე გვიმტკიცეთ, რა ‘მნიშვნელობას’
სძენს ქალაქს ის აგური."-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა.
შეგახსენებთ, თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება, გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” 9 თებერვალს დაიდგა. ქანდაკება მოედანზე მინიმუმ 1.5 წლის განმავლობაში იდგება. მერე კი, შესაძლოა, სხვაგან გადაიტანონ.
გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსის, “საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილის, ზაარბრიუკენის მოედანი”, გამარჯვებულია. კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო განაცხადის ღირებულება მაქსიმუმ 80 000 ლარი უნდა ყოფილიყო, განვითარებული არქიტექტორსა და ინჟინერთან ერთად, “რათა ითვალისწინებდეს შერჩეული ადგილის სპეციფიკას მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტებს”. “გიორგი ხანიაშვილის “დროის ნაწნავები” წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს”, – წერს ფონდი. ამ ქანდაკებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ძირითადად უარყოფითი. "მედუზა გორგონას გავს, თან ხელებდაბმულს (ძველად ე.წ. საგიჟეში რომ გრძელსახელოებიანი პერანგებით ბოჭავდნენ პაციენტებს)"-ასეთ შედარებას აკეთებს ნიკა გვარამია. 195 3-ს მოსწონს
|