x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)
image


1. მკვლელობა ოფისში


ვიდრე ინსპექტორი ვინტერსი ჯონ სტალის მყუდრო ოფისს ათვალიერებდა, ბარტ რიმ თქვა:
— მე ხელი არაფრისთვის მიხლია, ტელეფონის გარდა. მაშინვე თქვენ დაგირეკეთ.
ჯონ სტალის გვამი იყო მაგიდის უკან, გაცვეთილ ხალიჩაზე. მის მარჯვენა ხელთან დიდი ფრანგული რევოლვერი იდო.
— მომიყევით, რა მოხდა, – თქვა უცბად ინსპექტორმა.
— ჯონმა მთხოვა აქ მოსვლა, – დაიწყო რიმ. – როგორც კი მოვედი, მაშინვე დაიწყო ყვირილი თავის ცოლზე და ჩემზე. მე მას ვუთხარი, რომ მართალი არ იყო. მაგრამ ჯონი ისეთ ხასიათზე იყო, როგორიც ხარს აქვს წითელი ქსოვილის დანახვის დროს. მე ვერ შევძელი მისი დამშვიდება. საერთოდ, როდესაც ძალიან იყო გაბრაზებული, ვეღარ ხვდებოდა რას აკეთებდა. უეცრად ის წამოხტა ყვირილით: "მე შენ მოგკლავ!" ერთი მოძრაობით გააღო მაგიდის ზედა უჯრა, ამოიღო რევოლვერი და მესროლა. მეც საპასუხოდ, მაშინვე ვესროლე. ეს თავდაცვა იყო.
ჩაფიქრებულმა ინსპექტორმა ფანქარი შეურჭო რევოლვერის ლულას და ზევით ასწია. გააღო მაგიდის ზედა უჯრა და იარაღი შიგნით ჩადო.
— რი – კერძო გამომძიებელია, - უთხრა საღამოს ინსპექტორმა მერიდიტს. – პისტოლეტი მის სახელზე არის რეგისტრირებული. ამ პისტოლეტიდან გაისროლეს სასიკვდილო ტყვია. ჩვენ ვნახეთ ტყვიაც ფრანგული რევოლვერიდან, მაგიდის პირდაპირ, კედელზე – რომელიც რის თქმით, ჯონმა ისროლა. პისტოლეტზე აღმოაჩინეს მისი თითის ანაბეჭდები, მაგრამ მას არ ჰქონდა იარაღის ტარების უფლება.
— იმედი მაქვს, თქვენ უკვე დააკავეთ რი მკვლელობის მოტივით? - შეეკითხა მერიდიტი.
— სხვა რა უნდა გამეკეთებინა? მან უკვე ყველაფერი აღიარა.


კითხვა: რა შეცდომა დაუშვა რიმ?

image
2. არქტიკის მკვლევარი


სემ ჯეიმს ჰარვი, მოხუცი მოგზაური და არქტიკის მკვლევარი, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. სახლიდან გაქრა 400 000 დოლარი, რომელსაც მეცნიერი სეიფში ინახავდა. მაგრამ პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ფული ისევ სახლში იყო და ისეთ რაღაცაში იდო, რაც თავად მკვლელმა მიიტანა. ჯეიმს ჰარვის სახლში მკაცრი წესები მოქმედებდა: მასში შესვლა ყველას თავისუფლად შეეძლო, იქიდან გამოსვლის კი არა. ყველას ჩხრეკდნენ, მსახურებსაც კი. იმ დღეს, როდესაც მეცნიერის ქონება აუქციონით უნდა გაეყიდათ, დოკტორ მერიდიტი შეუერთდა შერიფ მონაჰანს მკვლევარის სახლში.

— დღეს ყველაფერს გაყიდიან, – უთხრა შერიფმა.
აუქციონი დაიწყო და გასაყიდად გამოიტანეს სერ ჰარვის კოლექცია, რომელშიც შედიოდა: არქტიკიდან ჩამოტანილი რამდენიმე ფიტული – ორი თეთრი დათვი, პინგვინი და სამი თევზი; გარდა ამისა, ესკიმოსების ნაირ-ნაირი სამოსი და ამ სამოსისთვის განკუთვნილი აქსესუარები და იარაღი.
— მკვლელი ახლა სახლშია, – თქვა შერიფმა. – მაგრამ ჩემი ხალხი ყველას თვალთვალს ვერ შეძლებს.

— დამშვიდდით, – უთხრა მერიდიტმა. – ის ამ ოთახშია და მზად არის ნივთი შეიძინოს.



კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი?
image

3. სიკვდილი ჰაერში


როგორც კი ძველი თვითმფრინავი გამოფრინდა ნიგერიიდან, ბორტზე ძლიერი ჯანჯღარი დაიწყო. დაახლოებით, ფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, მერიდიტის ფიქრები ჯანჯღარის შეწყვეტის სურვილებით, ბორტგამცილებელმა შეაწყვეტინა.

— დოქტორო მერიდიტ, სასწრაფოდ მობრძანდით, თუ შეიძლება.
იმით კმაყოფილი, რომ ის ცნობადი სახე იყო, მერიდიტმა პილოტების კაბინისკენ გაიკვლია გზა. პირველ სკამზე მკვდარი ადამიანი იჯდა, რომელსაც მკერდში დანა ჰქონდა გაყრილი. სავარძლის გვერდით პატარა მაგიდა იდგა, რომელზეც მკვეთრად გამოხატული კალიგრაფიით დაწერილი ფურცლები ელაგა.

— ტვირთის დეკლარაციებს ვავსებდი, - თქვა ბორტგამცილებელმა. ხუთი წუთის წინ ხრიალი მომესმა, მაგრამ საეჭვოდ არაფერი მივიჩნიე. ერთი წუთის წინ მოვიხედე და მგზავრი ასეთ მდგომარეობაში ვიპოვე.
მერიდიტმა მოიარა თვითმფრინავის სალონი. ცხრამეტ ადგილიან თვითმფრინავში, მხოლოდ სამი მგზავრი იყო: სალონის შუაში, ერთ ბატონს ეძინა, წინდების ამარა. ერთი ფეხსაცმელი ძირს ეგდო, ხოლო მეორე – მის გვერდით, სავარძელზე. დანარჩენი ორი მგზავრი, ახალგაზრდა წყვილი იყო. ვაჟს გოგონას მარცხენა ხელი ეჭირა, რომელიც სავარძელზე მიყრდნობილი იყო და პირი ჰქონდა ღია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ძალიან ეშინოდა.
მერიდიტმა პილოტს სთხოვა, პოლიცია გამოეძახა და როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, პოლიციელს უთხრა:
— დააპატიმრეთ...


კითხვა: ვინ?
image

4. მოკლული ცოლი


დოკტორ მერიდიტმა დაასრულა მარინა პეიჯის გვამის დათვალიერება, რომელიც სახლში, ხალიჩაზე იწვა.

— მის პეიჯი, თავში, ამ პისტოლეტის ტარის ჩარტყმით მოკვდა, – თქვა ცნობილმა დეტექტივმა, – მას, ალბათ, 5-ჯერ ან 6-ჯერ ჩაარტყეს.
პისტოლეტი გვამის გვერდით იდო – კოლტ НП. შერიფმა მონაჰამ ფრთხილად აიღო იარაღი და თითის ანაბეჭდებზე შეამოწმა.
— მე მის ქმარს დავურეკე, სამუშაოზე იყო – თქვა შერიფმა, – და ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, სასწრაფოდ თუ მოვიდოდა სახლში. არ მიყვარს სიკვდილის შესახებ შეტყობინების გადაცემა. თუ შეიძლება, თქვენ უთხარით, რომ ცოლი მოუკვდა.
— კარგი, – დათანხმდა მერიდიტი, რომელიც იმას აკვირდებოდა, თუ როგორ დებდნენ გვამს მანქანაში. შემდეგ ის დაჯდა და ჯონ პეიჯს დაუწყო ლოდინი.
მანქანა უკვე წავიდა, როდესაც აღელვებული ქმარი სახლში დაბრუნდა.
— რა მოხდა? სად არის მარინა?
— მე ძალიან არ მსიამოვნებს თქვენთვის ამის თქმა, მაგრამ ის, დაახლოებით, ორი საათის წინ მოკლეს, – უთხრა მერიდიტმა. – თქვენმა მზარეულმა გვამი იპოვა და მაშინვე შერიფი გამოიძახა. მე თითის ანაბეჭდები ვერ აღმოვაჩინე იარაღზე და ლაბორატორიაში გადავგზავნი, რომ უკეთესად შეისწავლონ.
პეიჯს სახეზე კუნთი შეუთამაშდა, როდესაც მან, სპეციალურ პარკში მოთავსებული, პისტოლეტი დაინახა.
— იპოვეთ ის ცხოველი, რომელმაც მარინა სცემა. მე 50 ათას დოლარს ჯილდოს სახით ვაწესებ, მისთვის, ვინც მკვლელს იპოვის!
— გაუფრთხილდით თქვენს ფულს, – უთხრა მერიდიტმა მას. – მკვლელის პოვნა არც ისე რთული იქნება!


კითხვა: რატომ?

image5. სახლი მოჩვენებით


— ამაზე კარგ სახლს, ვიდრე ეს არის, თქვენ ვერ ნახავთ – თქვა ტილფორდმა, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტმა. – მას თავისი სტილი აქვს, ხეზე ნამუშევარიც ძალიან დახვეწილია. და ამ ყველაფერს, ის ემატება, რომ თუ იყიდით, საკუთარი მოჩვენება გეყოლებათ.

— მოჩვენება? – ჩაეკითხა მერედიტი და თან საძინებლის ფანჯარა გამოაღო, რომელიც ასფალტირებული მოედნის თავზე, II სართულზე იყო.
— ჯენიფერ გოლდის მოჩვენებაა, – აუხსნა ტილფორდმა, – 1979 წლის 28 მარტს, ის სწორედ მაგ ფანჯრიდან გადავარდა. მისი სხეული ქვემოთ იპოვეს, მოედანზე. ჯერ პოლიცია ფიქრობდა, რომ ეს – თვითმკვლელობა ან უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ შემდეგ შეამჩნიეს, რომ ფანჯარა დაკეტილი იყო. ჰენრი გოლდმა, მისმა ქმარმა, აღიარა, რომ ოთახში შევიდა და ფანჯარა დახურა. ცივი ამინდი იყო და ის იფიცებოდა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს...
— ნახე შენ! – წამოიძახა მერიდიტმა. – მერედა რის საფუძველზე?
— ბენ ეილორმა, სკოლის მასწავლებელმა, ყველაფერი დაინახა. ის გარეთ იყო და ფრინველებს აკვირდებოდა. გოლდები, განდეგილებივით ცხოვრობდნენ – თავისთან არავის ეპატიჟებოდნენ და საერთოდ, სახლის ირგვლივ, 2 კილომეტრის რადიუსში, პერიმეტრს აკონტროლებდნენ, რომ მათ სახლს არავინ მიჰკარებოდა. მაგრამ ბენ ტეილორს დურბინდი ჰქონდა, სასამართლოზე ჩვენება მისცა და თქვა რომ დაინახა, როგორ ასწია ჰენრი გოლდმა ფანჯრის ჩარჩო ზევით და გადმოაგდო თავისი ცოლი, თავით ქვევით, პირდაპირ მოედანზე.
მერიდიტი დაფიქრდა. მეორე დღეს მან ტილფორდს დაურეკა.
— გადავწყვიტე არ ვიქირაო სახლი ზაფხულისთვის, – თქვა მან. – მაგრამ იმას კი შევძლებ, რომ სასამართლომ ჰენრი გოლდის საქმე ძიებაში დააბრუნოს!


კითხვა: რატომ?
image

6. ნარინჯისფერი ფრინველი


რამდენიმე წლის მანძილზე მისის სიდნი, ყველაზე მდიდარი ქვრივი ნიუ-ორკში, უშედეგოდ ცდილობდა დაემარცხებინა დოქტორ მერიდიტი.

როგორც კი ცნობილი გამომძიებელი მის სახლში შევიდა, მაშინვე დაიწყო თამაში — "მიასაკლავე დეტექტივი"...
— ჯონ დე მოტა, პოლ ჰაუკი და ლი როაჩი წარმატებული საიუველირო ფირმის პარტნიორები იყვნენ, - დაიწყო მისის სიდნიმ. – გასული წლის იანვარში ისინი ფლორიდაში გაფრინდნენ, რომ ერთი თვე გაეტარებინათ დე მოტას აგარაკზე. ერთხელ დილით, დე მოტამ ჰაუკი, რომელსაც ძალიან უყვარდა თევზაობა, მაგრამ ცურვა არ იცოდა, სასეირნოდ წაიყვანა ოკეანეში. როაჩი, რომლის ჰობი ფრინველებზე დაკვირვება იყო, სახლში დარჩა. სასამართლოზე ის ამბობდა, რომ ის სახლის უკან იჯდა, როდესაც მისთვის უცნობი, ეგზოტიკური, ნარინჯისფერი ფრინველი შენიშნა, რომელმაც გვერდით ჩაუფრინა. ის მის კვალს გაჰყვა სახლის ფასადისკენ და აკვირდებოდა, თუ როგორ აშენებდა ფრინველი ბუდეს პალმის თავზე. შემთხვევით მან დურბინდი სანაპიროსკენ მიმართა და დაინახა რომ მოტა და ჰაუკი იახტაზე ჩხუბობდნენ. მოტამ ჰაიკი წყალში გადააგდო, ზემოდან თავზე ხელს აჭერდა და ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. დე მოტა კი იფიცებოდა, რომ ჰაკი მეტისმეტად გადაიხარა, როდესაც ანკესზე გამობმული თევზის დაჭერა უნდოდა, წონასწორობა დაკარგა და ოკეანეში გადავარდა. და ის მანამდე დაიხრჩო ვიდრე დე მოტამ შეძლო იმ ადგილამდე მისვლა.
— სასამართლოს 5 წუთზე ნაკლები დასჭირდა, რომ გაეგო, თუ ვინ იტყუებოდა – დაასრულა მოყოლა მისის სიდნიმ.

— რა თქმა უნდა თქვენ არ დაგჭირდებათ ამდენი დრო, რომ დაადგინოთ ვინ მოიტყუა.
მერიდიტს მართლაც არ დასჭირდა ამდენი დრო და პასუხი მაშინვე გასცა.

კითხვა: ტყუილი რომელმა თქვა?
image

7. ინდიელებთან მოვაჭრე


დოქტორი მერიდიტი, სხვა ტურისტებთან ერთად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წავიდა სამოგზაუროდ. ტურისტები მუზეუმში შევიდნენ და მწვანე ბოთლის ცარიელ ქანდაკებას მიაშტერდნენ. მის გვერდით დაფაზე ეწერა: "ექიმი ჰენრის საიდუმლო ელექსირი." ექსკურსიამძღოლმა აუხსნა ტურისტებს ამ ბოთლის შენახვის მიზეზი.

— მშვენიერი ჯინა ნოსკი 77 ასეთი ბოთლით იყო გადარჩენილი 83 წელს, – დაიწყო მან. – მოხუცი ჰენრი მხოლოდ ინდიელებთან ვაჭრობდა – მას არასოდეს მიუყიდია თავისი ელექსირი თეთრი ადამიანისთვის და ელექსირის შემადგენლობას არავის უმხელდა. მაგრამ სიკვდილის წინ, მან თავისი საიდუმლო ნდობით აღჭურვილ პირს გაანდო, როგორც აღმოჩნდა, ელექსირში მხოლოდ შაქარი და წყალი იყო. ერთხელ მთვრალმა ინდიელმა ახალგაზრდა ჯინა მოიტაცა და ჰენრი გამტაცებელს თავისი სურვილით დაედევნა. ის გოგონას დასახმარებლად გადახურული ოთხთვალათი გაემართა, რომელიც ინდიელებთან გადასაცვლელი საქონლით იყო დატვირთული, ხოლო გარედან 80 ცალი ელექსირის ბოთლი ეკიდა თოკებით. ხუთი დღე იარა მან ყინულით მოლიპულ გზებზე, საშინელ ქარში და თოვლში. ჯინა უვნებლად დააბრუნა სახლში. მან მთელი საქონელი და 77 ბოთლი ჯინას სანაცვლოდ მისცა ინდიელებს, ხოლო დარჩენილი სამი ბოთლი, ჯინას მისცა და იმანაც მაშინვე დალია.
— ის ნამდვილი გმირი იყო, – დაასრულა მოყოლა ექსკურსიამძღოლმა, – წარმოგიდგენიათ, ის მარტო წავიდა მთებში, ზამთარში და მთელი თავისი საქონელი გოგონაში გაცვალა.

— ექიმი არ იყო გმირი, – შეეწინააღმდეგა მას მერედიტი. - ის თაღლითი იყო და ჯინას გატაცების თანამონაწილე!


კითხვა: როგორ მიხვდა ამას მერედიტი?

image

8. თვითმკვლელების ოთახი


სერ სესილ ბრუდჰილდმა ძლივს მიიზიდა თავისკენ, ექვსას წლიანი სასახლის, ერთ-ერთი თაღის მასიური კარები.
დოქტორი მერიდიტი, რომელიც დასვენების დღეების გასატარებლად ჩავიდა, ქვემოთ იყურებოდა, სიბნელეში.
— ოთახი შავი კედლებით და არანაირი იატაკი, – თქვა სერ სესილმა – უფრო სწორედ, იატაკი არის, მაგრამ 100 ფუტით იმაზე ქვევით, ვიდრე წესით უნდა იყოს. ოთახი იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ვასალების საიდუმლოებები გაეგოთ, – აუხსნა სერ სესილმა. – მოგვიანებით, როდესაც ჰერცოგ ბრუკლინის მშვენიერი ცოლი, შავი ჭირით გარდაიცვალა, მასზე უგონოდ შეყვარებული ახალგაზრდა მეტყევე, აქედან ქვემოთ გადავარდა და თავი მოიკლა. საშინელი ლეგენდა მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა: – დაამატა სერ სესილმა – თითქოს, ყოველი მეოთხე ჰერცოგის მმართველობის დროს, აქედან ახალგაზრდა კაცი ვარდებოდა და თავს იკლავდა. მე მეოთხე ვარ, ბოლო თვითმკვლელობის შემდეგ — თქვა მოხუცმა ჰერცოგმა და კარები დაკეტა, რომ შემთხვევით არავინ ჩავარდნილიყო: – კალატოზი გამოვიძახე სოფლიდან, ეს გასასვლელი რომ ამოაშენოს. ის ხვალ მოვა.

მერედიტის ოთახი “თვითმკვლელების ოთახთან" ახლოს იყო. როდესაც ის დაწოლას აპირებდა, ყრუ ყვირილის ხმა გაიგო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. მერედიტი სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. სერ სესილიც ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა “თვითმკვლელების ოთახისკენ". მათ ერთად გააღეს მძიმე კარები. სერ სესილმა ფარანი ქვემოთ მიანათა და სინათლის სხივმა ახალგაზრდა კაცის სხეული გაანათა.

— რიჩი, ჩემი ცოლის ადვოკატი! – წამოიკივლა სერ სესილმა.
— მაგრამ რატომ გადაწყვიტა თავის მოკვლა?
— მას ეს არ გაუკეთებია – გააპროტესტა მერიდიტმა – ხელი ჰკრეს!


კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი?

image

9. მოჩვენებითი გმირი

image

— ყველაფერი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა – თქვა სირილ მაკინმა – მარგარიტამ მაშინვე გამშიფრა. – მან ღრმად ჩაისუნთქა. – მარგარიტა – მარგარიტა აპელსონია – მოხუცი გენერლის, უილიამ აპელსონის, მეტსახელად “ველური ბილის" ქალიშვილი და ის გადარეულია ომის გმირებზე. მე ვეტერინარი ვიყავი კორეაში და თოფის გასროლის ხმაც კი არ გამიგია. ამიტომ, რამე უნდა მომეგონებინა, ფრონტთან დაკავშირებული, გმირული ისტორია, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა მარგარიტაზე.

— მომიყევით ყველაფერი ისე, როგორც მარგარიტას მოუყევით და მე შევძლებ იმის გარკვევას თუ სად დაუშვით შეცდომა. – შესთავაზა მერიდიტმა.

ახალგაზრდა მამაკაცს ერიდებოდა, მაგრამ მაინც მოუყვა თავისი ისტორია მერიდიტს.
— მე საგუშაგო პოსტზე ვიდექი სხვებთან ერთად და უცბად, გავიგე ფოთლების შრიალი, ტყის მარცხენა მხარეს. ცხელი დღე იყო, მშვიდი, ნიავიც კი არ იძვროდა. ამიტომ, ხმაური მხოლოდ მტერს შეეძლო გამოეწვია. ამას მივხვდი და ბიჭებსაც შევატყობინე. მტერმა ალყა შემოგვარტყა. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევდით მათ, ისე როგორც შეგვეძლო. მტერმა დახევა დაიწყო და ბრძოლის ველზე ასზე მეტი მოკლული დატოვა. მე მკვდარ კაპიტანს დურბინდი მოვხსენი და ამ დროს, ვიღაცამ დაიყვირა, მტრის ახალი რაზმი გვიახლოვდებაო. ჯარისკაცებიც გამოჩნდნენ და ჩვენები მზად იყვნენ მტრის მოსაგერიებლად, მაგრამ მე დავიყვირე: “შეაჩერეთ ცეცხლი! ამერიკელები არიან!" მოგვიანებით, მე ავუხსენი კაპიტანს, რომ დურბინდით ჰაერში მოფრიალე ამერიკის დროშა დავინახე. მან ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ ჩემი მოხერხებულობა რომ არა, მთელი რაზმი ამოწყდებოდა!

როდესაც სირილმა დაასრულა მოყოლა, მერიდიტმა გაიღიმა:

— გასაკვირი არ არის, რომ მის აპელსონმა არ დაგიჯერათ.


კითხვა: რატომ?

image10. უნებლიე მოწმე


დოქტორი მერიდიტი და შერიფი მონაჰამი ნელა მიდიოდნენ ბილიკზე, რომელიც ჯეიმს ერნსტის უკანა ეზოში, სახლის ახლად შეღებილ უკანა კარსა და მის წინ მდებარე სახელოსნოს შორის გადიოდა.

— ნებისმიერი ადგილიდან ამ ბილიკზე ხვდები, – თქვა შერიფმა, – ერნსტ შეეძლო დაენახა, როგორ გაგუდეს ფრედ კოლპი. ის ერთადერთი შესაძლო მოწმეა, მაგრამ უარყოფს, რომ რამე დაინახა.
— თქვენ რას ფოქრობთ ამის შესახებ? – ჰკითხა მერიდიტმა და მიუთითა საღებავის წვეთებზე, ბილიკის მახლობლად.
— ერნსტმა, – უპასუხა შერიფმა, – კარის შეღებვა დაასრულა და საღებავი სახელოსნოში მიჰქონდა, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა. ის ამტკიცებს, რომ ვერ შეამჩნია, რომ საღებავის ქილა გახვრეტილი იყო და იქიდან საღებავი წვეთავდა, ვიდრე სახელოსნოში არ შევიდა.

მერიდიტი უფრო ყურადღებით დააკვირდა საღებავის წვეთებს. კარებიდან, დაახლოებით, ბილიკის შუაგულამდე, საღებავის წვეთები წრიული ფორმის იყო, რომლებიც ყოველი 3 ფუტის შემდეგ ეცემოდა მიწაზე. ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, წვეთებს შორის მანძილი, 9 ფუტი იყო და ფორმაც უფრო გაწელილი ჰქონდა. მერიდიტს არ გაკვირვებია, როდესაც სახელოსნო დაკეტილი დახვდა.

— ერნსტს ძალიან შეეშინდა, – თქვა შერიფმა. – ის დაბნეულია. თუ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს, რამენაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ყველაფერი თქვას.

— ეჭვი არ მეპარება, რომ მას მკვლელის ეშინია და ამიტომ დუმს, – თქვა მერიდიტმა – მაგრამ მან ყველაფერი დაინახა.


კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი?

image

პასუხები:


1. რის შეცდომა ის იყო რომ, მან ინსპექტორს უთხრა, ხელი არაფრისთვის მიხლიაო. უჯრა კი დაკეტილი იყო. არა და თქვა, რომ ჯონმა რევოლვერი უჯრიდან ამოიღოო. გასროლამდე ის უჯრას არ დაკეტავდა, ამიტომ უჯრა ღია უნდა ყოფილიყო.

2. პინგვინები არქტიკაში არ ბინადრობენ და არქტიკის მკვლევარს არ ექნებოდა პინგვინის ფიტული. ის გეოგრაფიის არმცოდნე მკვლელმა მიიტანა და სწორედ პინგვინის ფიტულში იყო სეიფიდან დაკარგული ფული.

3. ბორტგამცილებელი. ის აშკარად იტყუებოდა. დეკლარაცია მკვეთრი კალიგრაფიით იყო შესრულებული, რომელიც მისი თქმით, ფრენის დროს შეავსო. ჯანჯღარი თვითმფრინავის აფრენისთანავე დაიწყო და ასეთ ვითარებაში, ლამაზად ვერ დაწერდა. სინამდვილეში, დეკლარაცია აფრენამდე შეავსო, რომ ალიბი შეექმნა.

4. იმიტომ რომ, მკვლელი - ქმარია. მერიდიტს მისთვის არ უთქვამს სიკვდილის მიზეზი. პისტოლეტის დანახვის დროს, ქმარს უნდა ეფიქრა, რომ ის იარაღით მოკლეს და არა ცემით.

5. მერიდიტმა სახლის დათვალიერების დროს, ფანჯარა გამოაღო. ე. ი. ფანჯარა შიგნით იღებოდა. მასწავლებელი კი ამბობდა რომ, დაინახა როგორ ასწია ფანჯრის ჩარჩო ზევით. ის აშკარად იტყუებოდა.

6. იტყუებოდა ლი როაჩი, რადგან ოკეანის იახტა იმდენად მაღალია, რომ წყალში ჩავარდნილ კაცს ხელით ვერ მისწვდებოდა მეორე ადამიანი და თან, ჰაუკმა ცურვა არ იცოდა, მის დახრჩობას, ზემოდან ხელის დაჭერა არ სჭირდებოდა. ის წყლის ზედაპირზე, 30 წამი იფართხალებდა და ჩაიძირებოდა.

7. ხუთი დღის მანძილზე, ყინვაში, შაქრიანი წყალი აუცილებლად გაიყინებოდა და ბოთლები დასკდებოდა, თან თუ გამტაცებლებს გაეკიდა, ცხენით უნდა წასულიყო და არა საქონლით დატვირთული ოთხთვალათი. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოიგონა, რომ ჯინას ოჯახის წევრებს, მისთვის ინდიელებისთვის დატოვებული საქონლის საფასური გადაეხადათ.

8. რიჩს არ შეეძლო კარების დაკეტვა, რადგან კარების იქით იატაკი არ იყო...

9. თხრობის დასაწყისში, მან თქვა რომ მშვიდი ამინდი იყო. ასეთ ამინდში დროშა ვერ იფრიალებდა.

10. საღებავის წვეთების ფორმისა და დაშორების მიხედვით მიხვდა, რომ ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, ერნსტი გარბოდა.


სხვა სიახლეები:


* როსველის ინციდენტის დროს გადარჩენილი უცხოპლანეტელი ადამიანებს დაეკონტაქტა

* ილონ მასკი – მარსის თვითგამოცხადებული იმპერატორი

* თუ თავს გონებამახვილად თვლით, მაშინ ეს გამოცანები თქვენთვისაა (პასუხები აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
148
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0