x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

1. ალბათ, ხშირად გსმენიათ, გამოკითხვების შესახებ, რომლებსაც ესა თუ ის ინსტიტუტი ატარებს. ზოგჯერ, ასეთი გამოკითხვის თემა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნამდვილად ღიმილის მომგვრელია... და აი, ერთ დიდ ქალაქში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 100 მამაკაცი და ამდენივე, ქალი გამოჰკითხეს.

კითხვა კი ასეთი იყო: " წახვიდოდით, თუ არა სამუშაოზე, 1.000.000 მლნ. დოლარის სანაცვლოდ, სრულიად შიშველი?"


image


გამოკითხვის შედეგების დაჯამების შემდეგ, გაირკვა, რომ ასეთი უჩვეულო წესით გამდიდრებაზე თანხმობა, მამაკაცების უმრავლესობა – 80%, ხოლო ქალების, მხოლოდ, 20 % განაცხადა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბევრმა ქალმა, რომელმაც მაშინვე "არა" თქვა, დაამატა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ამ "აქციის" შესახებ, ერთ–ორი თვით ადრე გააფრთხილებდნენ.

კითხვა: რაში სჭირდებოდათ ეს დრო?


2. ჩინელი ქალები უფრო მეტ ბრინჯს ჭამენ, ვიდრე იაპონელები. რატომ?


image


3. ერთ მოვაჭრეს კლიენტმა, ონლაინ, საზამთრო და მწყრის 20 კვერცხი შეუკვეთა. გამყიდველმა ყველაფერი ყუთში ჩადო და კლიენტთან კურიერს გაატანა, რომელიც მაღაზიისგან მომსახურების საფასურს, წაღებული ყუთის რაოდენობის მიხედვით იღებდა.

image

ეკონომიის მიზნით, გამყიდველმა ყველაფერი, – საზამთრო და კვერცხები, ერთ ყუთში მოათავსა. მაგრამ, გზაში საზამთროს, ხომ შეეძლო კვერცხის დამტვრევა?

თუმცა, გამყიდველი სწორედ ასე მოიქცა... და კვერცხი, ადგილამდე, მთელი მიიტანეს. რა მოიფიქრა მოვაჭრემ?


image


პასუხები:


1. აქ ყველაფერი მარტივადაა! ქალისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება... მითუმეტეს, თუ შიშველია.

ეს დრო, მათ საკუთარი თავის ფორმაში მოსაყვანად სჭირდებოდათ (ჭარბი წონის მოცილება, დეპილაცია, პილინგი და ა. შ.).


2. იმიტომ რომ ჩინელები უფრო ბევრნი არიან.


3. ეტყობა, მოვაჭრე კარგად ერკვეოდა გეომეტრიაში და ამიტომ, სწრაფად მოიფიქრა, რომ თუ პატარა კვერცხებს ყუთის კუთხეებში დაამაგრებდა, საზამთრო კვერცხს არ შეეხებოდა.image



image

არხის სხვა სიახლეები:


* სწრაფი ტესტი საკუთარი "ფენომენის" დასადგენად

* პლანეტის 5 ხე–მცენარე, რომელიც მეტად უცნაურ ნაყოფს იძლევა

* "იურული პერიოდის პარკი", შესაძლოა, რეალობად იქცეს

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



1
896
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
896
  
2023, 16 აგვისტო, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1