x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ექიმს ოპერაციის დროს ღრმად ჩაეძინა
image


The Daily Telegraph: დიდ ბრიტანეთში ანესთეზიოლოგს ოპერაციის დროს ჩაეძინა.




დიდ ბრიტანეთში, ქირურგიული ოპერაციის დროს ექიმს ჩაეძინა. ამის შესახებ Daily Telegraph იუწყება.


61 წლის ანესთეზიოლოგს, თომას ჰერბსტს პაციენტზე ნარკოზის გაკეთების შემდეგ მალევე ჩაეძინა. ძილი იმდენად ღრმა იყო, რომ ერთ-ერთ ექიმს მისი გაღვიძება მოუწია.



გამოფხიზლებულმა ჰერბსტმა დალია ერთი ჭიქა ყავა და ლუღლუღით დაარწმუნა კოლეგები, რომ მზად იყო მუშაობის გასაგრძელებლად. ოპერაციის შემდეგ, თვითმხილველების თქმით, მან დიდი გაჭირვებით შეავსო მოხსენებითი ბარათი და ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ შარვალი ჩაძვრა.


სამედიცინო ტრიბუნალზე ჰერბსტმა გაბაცხადა, რომ იმ დღეს გადაღლილი იყო, რადგან მთელი საღამო საგადასახადო დეკლარაციის შევსებაში გაატარა. მან თავიდან უარყო ბრალდებები, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ოპერაციის დროს თვალები დახუჭა. ამავე დროს, მისი თქმით, მას არ ეძინა, ფიქრებში გადავარდა და "ცოტას ხვრინავდა".


ჰერბსტს აქამდეც ჩაეძინა სამსახურში 2020 წელს. ამ დროს ექიმის გაღვიძება ვერ მოხერხდა, ამიტომ ოპერაცია სხვა ანესთეზიოლოგმა დაასრულა. სამედიცინო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჰერბსტმა ჩაიდინა სერიოზული პროფესიული გადაცდომა, რის გამოც ექვსი თვით შეუჩერა პროფესიული საქმიანობა.

0
208
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0