ამოცანები თუ თავს გონებამახვილად თვლით, მაშინ ეს გამოცანები თქვენთვისაა (პასუხები აქვს) 3 თებერვალი, 9:35 ერთ დღეს, საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში ყრუ-მუნჯი კაცი შევიდა, რომელსაც ფანქრის სათლელის შეძენა სურდა. იმის ასახსნელად, თუ რა სჭირდებოდა, მან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ყურში შეიყო და მარცხენა ხელის მუშტით, მარცხენა ყურთან წრიული მოძრაობები გააკეთა. და გამყიდველი მაშინვე მიხვდა, თუ რა უნდოდა მყიდველს... ყრუ–მუნჯების წასვლის შემდეგ, მაღაზიაში უსინათლო შემოვიდა. კითხვა: როგორ აუხსნა გამყიდველს, რომ მას სტეპლერის შეძენა უნდოდა? 2. ერთ დილით, როდესაც მეთაურმა ციხე–სიმაგრის კედელზე, გუშაგები შეცვალა, ჯარისკაცმა აცნობა, რომ გასულ ღამეს, მან სიზმარში ნახა, თუ როგორ დაესხნენ მათ, ჩრდილოეთის მხრიდან, ბარბაროსების ტომები. სარდლობამ, ყოველი შემთხვევისთვის, ჩრდილოეთის კედლების დაცვა გააძლიერა... და მეორე დილას, ამ კედლებს მართლაც ბარბაროსები შემოესივნენ. თუმცა, იმის გამო, რომ პოსტები წინასწარ იყო გამაგრებული, ციხე–სიმაგრის მცველებმა მტრის შემოტევა მოიგერიეს. მეთაურმა ის ჯარისკაცი დააჯილდოვა, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, სარდლობა გააფრთხილა და მაშინვე, მისი ციხეში ჩასმა ბრძანა. კითხვა: რატომ დაიჭირეს უკანასკნელი მოვლენების გმირი? 3. ერთ სასტუმროს ქურდი შემოეჩვია. ნომრებიდან, გამუდმებით, ძვირფასი ნივთები იკარგებოდა. პოლიციამ სასტუმროს მომსახურე პერსონალზე თვალთვალი დააწესა, მაგრამ მათ შორის, ქურდი არ იყო. ამიტომ, პოლიციამ ერთ ხრიკს მიმართა – სასტუმროში ხმა გაავრცელა, რომ №102 ნომერში ძალიან მდიდარი ადამიანი ცხოვრობდა და ქურდს იქ ჩაუსაფრდა. როდესაც ვითომ მილიონერი ნომრის დატოვებას აპირებდა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. კარი ჩაკეტილი არ იყო და ერთი წამის შემდეგ, მის ზღურბლზე გაკვირვებული მამაკაცი გამოჩნდა. – მაპატიეთ, მგონი ნომერი შემეშალა. ვიფიქრე, ეს ჩემი კარი იყო, – თქვა უცნობმა. პოლიციამ ის მაშინვე დააკავა... კითხვა: რატომ გადაწყვიტა პოლიციამ, რომ ქურდი სწორედ ეს ადამიანი იყო? 4. მოზარდს მარტოს უყვარდა სეირნობა. ერთ საღამოს ის, ტყეში, ლაშქრობაზე ყოფნისას, ჭაში ჩავარდა. ჭის სიღრმე — 30 მ. იყო. იმისთვის რომ იქიდან ამოსულიყო, დღის მანძილზე 3 მ-ით ცოცდებოდა სველ კედელზე, ხოლო ღამე, ძალა რომ ეცლებოდა, 2 მ-ით ქვევით ეშვებოდა — და ბოლოს, მაინც ამოვიდა. კითხვა: რამდენ დღეში ამოვიდა ის ჭიდან? 5. ცნობილი ქიმიკოსი და ფარმაცევტი უკურნებელი დაავადებების მედიკამენტებზე მუშაობდა და ამ მხრივ, გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. კოლეგებს ისე შურდათ მისი, რომ მეცნიერის მოკვლა და წამლის ფორმულის მოპარვა განიზრახეს. ერთ-ერთი თანამშრომელი საღამოს მასთან მივიდა და მუცელში დანა ჩაარტყა. მეცნიერმა მისი დანახვა მოასწრო, მაგრამ ძალიან ცუდად იყო, საიმისოდ რომ ტელეფონთან მისულიყო და ცოტა ხანში, გონებაც დაკარგა. ის დაცვის თანამშრომლებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს. ეჭვმიტანილებს შორის სერჟი, ნიკოლა, ფელიქსი და მაიკლი აღმოჩნდა. კითხვა: ვინ მოკლა მეცნიერი, თუ ეჭვმიტანილები თავდასხმის მომენტში, მის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ და ყველა ერთმანეთ აფარებდა ხელს. ხოლო, მსხვერპლის ჯიბეში ფურცელი იპოვეს, რომელზეც მხოლოდ 3 ციფრი: 28, 27, 57 ეწერა? მინიშნება: პასუხები:1. ის უსინათლო იყო, მაგრამ ლაპარაკი შეეძლო. ამიტომ, უბრალოდ ეტყოდა გამყიდველს, რაც უნდოდა. 2. მას პოსტზე ეძინა და ამის გამო დაისაჯა. 3. ვიდრე შევიდოდა, – მამაკაცმა კარზე დააკაკუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნომერი მისი არ იყო. ამასთან, თუ თავისი ნომერი ეგონა, მას კარის გაღება, საკუთარი გასაღებით უნდა ეცადა. 4. 28 დღეში. რადგან ის ლაშქრობაზე იყო, შესაბამისად, საკვებიც ჰქონდა და სწორედ ამან გააძლებინა. ის დღე-ღამეში 1 მ-ზე ამოდიოდა. 27 დღეში 29 მ-ზე ამოვიდა, მაგრამ ღამე 27 მ-მდე დაეშვა. 28-ე დღეს კი, 3 მ-ზე ამოცოცდა და ჭიდან ამოვიდა. 5. დამნაშავე ნიკოლა იყო. მეცნიერი ტელეფონთან ვერ მივიდა, მაგრამ რადგან ის გენიალური ქიმიკოსი იყო, მკვლელის სახელი ქიმიური ელემენტების ნომრებით დაწერა: 28 — Ni (ნიკელი); 27 — Co (კობალტი); 57 — La (ლანთანი), ანუ NiCoLa სხვა სიახლეები:* მარშალი, მისი საყვარელი და სახელმწიფოს მეთაური – როგორ ხუმრობდა სტალინი?* ჩინგიზ-ყაენის, თემურლენგის, ნაპოლეონს და კეისრის ფარული იარაღი* ფსიქოლოგია ტესტი: უპასუხეთ უმარტივეს კითხვებს და გაიგეთ საკუთარ შინაგან სამყაროზე უფრო მეტი* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები823 2-ს მოსწონს
|