x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყალბი პარიზი და ფრანგი შეფ-მზარეული, რომელიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრი გახდა – წარმოუდგენელი ისტორიული ფაქტები

image


ეს აბსოლუტურად რეალური ამბავია. პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ საფრანგეთის დედაქალაქ დაცვა ესაჭიროებოდა და ამიტომ ახალი პარიზის "აშენება" განიზრახეს. ამ გეგმით, ბარბაროსი გერმანელების სამიზნე, სწორედ ეს ქალაქი გახდებოდა და ნამდვილი პარიზი გადარჩებოდა...


imageყალბი პარიზი, ხედი ზემოდან


მოიფიქრეს, გადაწყვიტეს და განახორციელეს. მათ სენის სანაპიროზე, პარიზის ნატურალური ზომის მაკეტი შექმნეს, რომელიც სიმაღლიდან ნამდვილი ქალაქისგან არაფრით განსხვავდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, მფრინავები იძულებულები იყვნენ ნავიგაციისას, რუკების და ლანდშაფტის შესამჩნევი დეტალები გამოყენებინათ. ამიტომ, მუყაოსგან აშენებული ქალაქი, თავისი მუყაოს ქარხნებით, მატარებლებით და ეიფელის კოშკით, შეიძლება, რეალურ სამიზნედ აღქმულიყო, იმის მიუხედავად, რომ ყველა ობიექტი ბრტყელი იყო!


imageასე გამოიყურებოდა ქალაქი "ქვემოდან"


საფრანგეთთან კიდევ ერთი, მეტად უცნაური ისტორიაა დაკავშირებული. არსებობს აბსოლუტურად ლეგენდარული ამბავი პატარა აზიელ ემიგრანტზე, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში, სავაჭრო გემით, გემბანის მეზღვაურის სტატუსით, ინგლისში ჩავიდა. მან მუშაობა სასტუმრო "კარლტონის" ბარში დაიწყო. შემდეგ აშშ–ში გაემგზავრა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, პარიზში ჩავიდა და იქ დასახლდა. ის საფრანგეთის დედაქალაქში, საუკეთესო შეფ–მზარეულად ითვლებოდა...


image


ასეთი დიდი წარმატების მიუხედავად, ის ვიეტნამში დაბრუნდა და ინდოჩინეთში კომუნისტურ მოძრაობას და რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, რამაც ინდოჩინეთის ომი გამოიწვია. შედეგად, ვიეტნამი ორ ნაწილად: ვიეტნამად და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკად გაიყო... როდესაც ფრანგებმა ვიეტნამი დატოვეს, რეგიონში ამერიკელები გამოჩნდნენ და ყოფილმა შეფ–მზარეულმა უკვე მათ წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა... მან ფრანგები დაამარცხა და ამერიკელების დამარცხებასაც შეძლებდა, რომ არ გარდაცვლილიყო. თუმცა, მისი საქმე დღემდე ცოცხალია...

პატარა ემიგრანტი, რომელიც ინგლისში ჩავიდა და იქიდან ჯერ ამერიკაში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა, ინდოჩინეთის ომი დაიწყო, ფრანგები დაამარცხა და აშშ–ს დაუპირისპირდა – ხო ში მინი (ვიეტნამის პირველი პრეზიდენტი (1946-1969) და პარალელურად პრემიერ-მინისტრი (1946–1955) იყო.

ისტორია – ნამდვილად რომ, საოცარი რამ არის!

image


სხვა სიახლეები:


* რატომ არ აღიარა ალენ დელონმა თავისი უფროსი ვაჟი?

* ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ

* კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0