მუსიკა რის გამო იშიმშილა თემურ წიკლაურმა 21 დღე? 2024, 1 თებერვალი, 18:28 ![]() თემურ წიკლაურმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად მიახლოებოდა უნიჭიერესი მხატვრის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, მის გაუსაძლის ყოფას, უკიდურეს სიღატაკეს და გაჭირვებას, ამიტომაც დაუჯერებელი გამბედაობა გამოჩინა – 21 დღის განმავლობაში განერიდა ყველას და ყველაფერს, მხოლოდ წყალს იღებდა, უარი თქვა საკვებზე, მხოლოდ წიგნებს კითხულობდა. თბილისის ძველ უბანში – ავლაბარში კიბის ქვეშ იცხოვრა, როგორც სულმნათმა ნიკო ფიროსმანაშვილმა. თემურ წიკლაური დღეს შემთხვევით არ გავიხსენეთ, 1 თებერვალი მისი გარდაცვალების დღეა, შეგახსენებთ, მოღერალი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად 2021 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. 35 2-ს მოსწონს
|